დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის თასის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება, რომლის დროსაც “ბარსელონას” მეტოქე გამოვლინდება.
გუშინ, 1/8-ფინალში გამსვლელი ბოლო 5 გუნდი გაირკვა. 5 თამაშიდან 4 მოულოდნელი, მათგან ერთი კი სენსაციური შედეგით დასრულდა – “კულტურალ ლეონესამ” მადრიდის “ატლეტიკო” გამოაგდო. ქვედალიგელებთან დამარცხდნენ ასევე პრიმერა დივიზიონის გუნდები “სელტა”, “ეიბარი” და “ბეტისი”.
1/8-ფინალში გასული 16 გუნდიდან მხოლოდ 10 არის პრიმერა დივიზიონიდან: “ოსასუნა”, “სევილია”, “ბარსელონა”, “ბილბაო”, “გრანადა”, “რეალი”, “ვალენსია”, “ვილიარეალი”, “სოსიედადი”, “ლეგანესი”.
სეგუნდა დივიზიონიდან მათ “სარაგოსა”, “ტენერიფე”, “მირანდესი” და “რაიო” შეუერთდნენ, ხოლო მე-3 ლიგიდან – “ბადახოსი” და “კულტურალ ლეონესა”.
წილისყრის წესების თანახმად, ქვედალიგელი გუნდები პრიმერა დივიზიონის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან. პრიმერაში მოთამაშე დანარჩენი 4 გუნდი კი ერთმანეთს შეხვდება. შესაძლოა, ვიხილოთ “კლასიკოც”.
მერვედფინალური წყვილის ბედს ერთი მატჩი წყვეტს, რომელსაც უფრო დაბალ ლიგაში მოთმაშე გუნდი მასპინძლობს. ერთი ლიგის გუნდების შემთხვევაში, მასპინძელი გუნდის ვინაობა წილისყრით ირკვევა.
თამაშები 28, 29 და 30 იანვარს გაიმართება.
იმედია ვინმე წესიერს შევხვდებით მოედანი და განათება რო ჰქონდეს ნორმალური
მირჩევნია ვინმე ძლიერს შევხვდეთ. ამომძვრა იმ დღეს თვალები 😂😂😂
ვინმე ისეთი გუნდი, რომელსაც მინდვრის ნაცვლად ხალიჩა ექნება დაფენილი, განათება ლამპიონები და ეკონომ ნათურები.
Atletiko vistan gavarda ddd
Barca moigebs welsac..
Badaxosa an leonesa gamoushvit, saertod ar minda seviliastan an realtan shexvedra
კამპნოუზე იყოს და ნებისმიერი მოვიდეს.
იყოს ტენერიფე ან რაიო, მაგათ სტადიონები მაინც აქვთ :))