workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაბლო საბალეტა: მესის ჭამისთანავე ეძინებოდა

პაბლო საბალეტა: მესის ჭამისთანავე ეძინებოდა

არგენტინელი ფეხბურთელი პაბლო საბალეტა იმ დროს იხსენებს, როდესაც ის ბარსელონაში ჩავიდა და თავისუფალ დროს ლეო მესისთან ერთად ატარებდა.

“2005 წელს, “ესპანიოლში” გადავედი და მე და მესის ერთ ქალაქში ცხოვრება გვიწევდა. ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა და საჭმელად ერთად ხშირად დავდიოდით. ლეო როგორც კი შეჭამდა, მაშინვე ეძინებოდა.

მესიმ სახლი ბარსელონასთან ახლოს, კასტელდეფელსში იყიდა, მაგრამ მას ბინა ქალაქის ცენტრშიც ჰქონდა. სადილის შემდეგ, მანქანაში ჩავსხედით და ლეომ ჩაძინება დაიწყო მე მას ვუთხარი: “სანამ დაიძინებ, მითხარი, სად მიგიყვანო?” “ჩემს სახლში, კასტელ დე ფელსში” – მიპასუხა მან და დაიძინა.

როდესაც მივედით, გავაღვიძე და მეუბნება: “აქ  არა! მე გითხარი მეორე სახლში მიგეყვანე!” მე კი ვუპასუხე: “არა, არა, არ მაინტერესებს. დაძინება აქაც შეგიძლია. ასე ვერ მომექცევი.” რა თქმა უნდა, ბოლოს მაინც მეორე სახლში მივიყვანე. მანქანაში ხომ 80-მილიონიანი ნიჭი მეჯდა.” – განაცხადა საბალეტამ Daily Mail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 იან 2020, 14:48
    #6

    მე მხოლოდ ერთი ფრაზა გავიგე ბოლოს =
    "მანქანაში 80-მილიონიანი ნიჭი ეჯდა". laughing

    მხოლოდ ფასს არ ვეთანხმებიიი laughing
    ისე, ჭამის მერე წამოკოტრიალება ყველას უნდა და ამაშიც გინდოდათ რომ 80-მილიონიანი გენიოსი გამონაკლისი ყოფილიყო??? laughing
    ნიჭს მოფრთხილება უნდა თორემ განიავდებააა laughing

  • luka kule
    schedule 17 იან 2020, 14:43
    #5

    თუ ვინმემ გაიგეთ მეც მითხარით

  • M10 S9 D11
    schedule 17 იან 2020, 14:02
    #4

    რაო? რა მინდაო?

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 17 იან 2020, 13:50
    #3

    ვააა, ზოგი რა მაგრად უბერავს joy joy .

  • sandro barca
    schedule 17 იან 2020, 13:29
    #2

    მაგარი სტატიაა smile

  • GioMess10
    schedule 17 იან 2020, 13:22
    #1

    ვითომ სიბრძნე თქვა ამ ჩემის გადანგრეულმა.