workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შტარკი: ”მესის თამაშის ყურება სიამოვნებაა”

შტარკი: ”მესის თამაშის ყურება სიამოვნებაა”

ხვალ მადრიდში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური მატჩი ”რეალსა” და ”ბარსელონას” შორის. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ შეხვედრას განსჯის გერმანელი რეფერი ვოლფგანგ შტარკი.

ითვლება, რომ ვოლფგანგ შტარკი ლიონელ ანდრეს მესის დიდი გულშემატკივარია. სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში, როდესაც ერთმანეთს არგენტინისა და ნიგერიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, შტარკმა ”ფიფას” მოუწოდა, რომ მესი საშიშროებებისგან დაეცვათ.

მსოფლიო ჩემპიონატის დროს შტარკმა განაცხადა: ”მესი არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მისი თამაშის ყურება სიამოვნებაა. ვისურვებდი, რომ მესიმ თავისი მაისური მაჩუქოს, თუმცა ვთვლი, რომ ამას ნიგერიელებიც ისურვებდნენ.”

შტარკი სჯიდა მატჩს ”ბარსელონასა” და ”არსენალს” შორის, რომელიც კატალონიელებმა მესის ოთხი გოლის წყალობით მოიგეს, ანგარიშით 4:1. შტარკი საშუალოდ 3.74 ყვითელ და 0.22 წითელ ბარათს იძლევა ერთი თამაშის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ ”უეფამ” ”რეალისა” და ”ბარსელონას” შეხვედრის მთავარ არბიტრად თავდაპირველად პორტუგალიელი რეფერი პედრო პროენსი დანიშნა. თუმცა გუშინ გახდა ცნობილი, რომ ”უეფამ” გადაწყვეტილება შეცვალა და თამაშის განსჯა გერმანელ ვოლფგანგ შტარკს ანდო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward