ესპანეთის ჩემპიონატის 19 ტურის შემდეგ, 7 საგოლე გადაცემით, ლუის სუარესი გათამაშების საუკეთესო ასისტენტია. თუმცა, სულ რაღაც 6 ტურის წინ, ურუგვაელი ვარკვლავის ანგარიშზე 1 შედეგიანი გადაცემაც კი არ იყო.
პრიმერას 13-მა ტურმა ისე ჩაიარა, რომ სუარესს თანაგუნდელებისთვის საგოლე გადაცემა გაკეთებული არ ჰქონდა. თუმცა, დადგა დეკემბერი და ყველაფერი შეიცვალა. ლა ლიგაში ჩატრებული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში სუარესმა თანაგუნდელებს გაატანინა, სულ 7-ჯერ. შედეგად, 32 წლის ფეხბურთელი გათამაშების საუკეთესო ასისტენტად იქცა.
ლუის სუარესის შედეგები ლა ლიგის ბოლო 6 ტურში:
| მეტოქე | გოლი | ასისტი |
| ატლეტიკო | 0 | 1 |
| მალიორკა | 1 | 1 |
| სოსიედადი | 1 | 1 |
| რეალი | 0 | 0 |
| ალავესი | 1 | 3 |
| ესსპანიოლი | 1 | 1 |
ბარსაში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი პეპს ^_^ და თუ დებრუინს წამოიყვანდა ხო საერთოდ კანფეტ დე ბრუინი ახალი თაობის საუკეთესო ნახევარმცველია სულრო 150მოითხოვონ გადავიხდიდი დახატავდა ნახევარდაცვას ყველაფერიაქვს ტიპს
სადაც საჭიროა იქ გაგიჟდეს, ჩასუქებული მძორი!
[b]რავი აღარ ვიცი მინდოდეს თუ არა ლიგაზე წარმატება… ამ წელსაც მოვითმენ თუ ვალვერდეს ააცმევინებენ))
ლიგაზე უნდა მოიხოდო სუა ლიგაზე მანდ გვჭირდები ყველაზე მეტად