ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ, განაცხადა, რომ ესპანეთის თასის ფინალში განცდილი მარცხი არ იმოქმედებს გუნდის მოგებათა ციკლზე უარყოფითად.
“თასის ფინალში განცდილი მარცხი, რა თქმა უნდა, დიდი იმედგაცრუება იყო ჩვენთვისაც და ფანებისთვისაც, თუმცა წაგება ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და ყველაფრისთვის მზად ვართ”. განაცხადა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა “El Pais”–თან ინტერვიუში.
“ეს არ არის ჩვენი ტრიუმფალური გამარჯვებების დასასრული. დიახ, ჩვენ ვერ მოვიგეთ სამეფო თასი, მაგრამ მოსაგები გვაქვს ორი ჩემპიონატი: ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ლა ლიგაში საქმე ბევრად მარტივადაა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მოგვიწევს “რეალის” დამარცხება, თუ “უემბლიზე” ასპარეზობა გვსურს”.
“ძალიან მომწონს “ბერნაბეუზე” თამაში. არ ვიცი რატომ, მაგრამ მადრიდის “რეალის” ფანების აგრესია ჩემდამი, მმატებს მოტივაციას. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ დროს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდებიან, მაგრამ მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები”. დაასრულა ხერარდ პიკემ.