workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესის 10 მიზანი 2020 წლისთვის

ლეო მესის 10 მიზანი 2020 წლისთვის

როდესაც საუბარი ლიონელ მესიზე გვაქვს, გარანტირებულად ვიცით, რომ ის, წლის განმავლობაში, არაერთ რეკორდს დაამყარებს. არგენტინელისგან 2020 წელსაც ახალ რეკორდებს ველოდებით.

გთავაზობთ 11 გამორჩეულ რეკორდს, რომელთა დამყარებაც მესის 2020 წლის განმავლობაში შეუძლია.

ყველაზე მეტი გოლი ერთი გუნდის მაისურით

ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რეკორდი პელეს ეკუთვნის. მან, “სანტოსის” რიგებში, თავი 643-ჯერ გამოიჩინა. მესის, “ბარსელონაში”, 25 გოლით ნაკლები აქვს გატანილი და ყველა კარგად ხვდება, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ეს რეკორდიც მესის საკუთრება იქნება.

მე-5 ჩემპიონთა ლიგა

არგენტინელმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 4-ჯერ მოიგო (2006, 2009, 2011, 2015). მე-5 თასის მოგების შემთხვევაში, ლეო, ჟერარ პიკესთან ერთად, “ბარსელონას” რეკორდსმენი იქნება. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა თასი 6-ჯერ მოუგია, ფრანსისკო ხენტოა.

მე-11 ლა ლიგა

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 15 გათამაშებიდან 10 “ბარსელონამ” მოიგო. მესი ყველა მათგანის მონაწილეა და არგენტინელს შანსი აქვს ლა ლიგის ტიტული მეთერთმეტედ მოიგოს. თუ ასე მოხდა, ლეო რეკორდსმენ ფრანსისკო ხენტომდე სხვაობას ერთ ტიტულამდე შეამცირებს.

ესპანეთის თასის მოგება

“ბარსელონას” ესპანეთის თასი 30-ჯერ აქვს მოგებული, აქედან 7-ჯერ გუნდში მესი ირიცხებოდა. თასის კიდევ ერთხელ აღმართვის შემთხვევაში, არგენტინელი ხოსე მარია ბელაუსტესა და აგუსტინ გაინსას რეკორდს გაიმეორებს.

მე-7 “ოქროს ბურთი”

ლიონელ მესი, “ოქროს ბურთების” რაოდენობით, ისედაც რეკორდსმენია. მან ეს ჯილდო 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში მოიგო. ახლა კი, არგენტინელს შანსი აქვს მდევართან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდოს.

ზედიზედ მე-4 “ოქროს ბუცი”

მესის ასაკი ემატება, მაგრამ წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობა თითქმის არ აკლდება. ევროპის საუკეთესო ბომბარდირი ის ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ გახდა, აქედან 3-ჯერ ბოლო სამ წელიწადში. ახლა მესის შანსი აქვს ეს დაუჯერებელი მიღწევა კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

ყველაზე მეტი “პიჩიჩის” ჯილდო

ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 6-ჯერ გახდა. ეს, ტელმო სარას შედეგთან ერთად, საუკეთესო მაჩვენებელია. დიდი ალბათობით, 2020 წლის ბოლოს, არგენტინელი ერთპიროვნული რეკორდსმენი იქნება.

ყველაზე მეტი “ელ კლასიკო”

ლიონელ მესის “ელ კლასიკოში” 42-ჯერ უთამაშია. იგივე შედეგი აქვთ მანუელ სანჩისს, ფრანსისკო ხენტოსა და ჩავი ერნანდესსს. 2020 წელს, “კლასიკოში” ჩატარებული მატჩების მიხედვით, მესი “ბარსელონას” რეკორდსმენი გახდება და შესაძლოა, მან სერხიო რამოსსაც გადაასწროს, რომელსაც ამ მატჩში მონაწილეობა 43-ჯერ მიუღია.

ყველაზე მეტი ტიტული ერთ კლუბში

თუ 2020 წელს “ბარსელონამ” 3 ტურნირი მოიგო, ლიონელ მესის, ერთი გუნდის რიგებში, 37 ტიტული დაუგროვდება, რაც რაიან გიგზის რეკორდის გაუმჯობესება იქნება.

კოპა ამერიკის მოგება

ლეოს არგენტინის მთავარ გუნდთან ერთად ტიტული ჯერ არ მოუგია. 2008 წელს, მან ოლიმპიური თამაშები მოიგო, მაგრამ ეს ოლიმპიურ გუნდთან ერთად გააკეთა. წელს, მას ამ ნავსის გატეხვის შანსი კიდევ ერთხელ ექნება. 2020 წლის კომპა ამერიკის ერთ-ერთ მასპინძელი მისი არგენტინა იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • გიგა 8
    schedule 03 იან 2020, 12:03
    #3

    იმედია ყველას მიაღწევს. ცოტა გაჭირვებით მაგრამ წესით ასეც იქნება თუ ვალვერდეს წამოკვრები არ დაემართა ბოლო 2 სეზონივით. relaxed

  • M10 S9 D11
    schedule 02 იან 2020, 23:57
    #2

    კოპა და ლიგა ცოტა გაუჭირდება დანარჩენს უპრობლემოდ შეასრულებს განსაკუთრებით პელეს რეკორდს უნდა ჩაახტეს 644-ე გოლი მარჯვენათი უნდა გაიტანოს

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 02 იან 2020, 23:28
    #1

    პელეს რეკორდს მალე მოხსნის და თუ ვალვერდემ არ წაუვალვერდა(ეჭვი მაქვს მასე იზამს) თითქმის ყველა მიზანს მიაღწევს რაც ჩამოთვლილია.