სუარესი ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებს

სუარესი ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებს

დღეს ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი დეკემბრის თვის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს.

ურუგვაელ ფეხბურთელს მართლაც წარმატებული თვე ჰქონდა. “ბარსელონამ”, ჩატარებული 5 თამაშიდან 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, სუარესმა კი, ამ 5 შეხვედრაში, თავი 3 გოლითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

სუარესის კონკურენტები დიეგო კარლოსი (“სევილია”) და ანხელი (“ხეტაფე”) არიან. პირველმა მათგანმა, 4 თამაშში 2 გოლი გაიტანა, ხოლო მეორემ – 3 გოლი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • messi
    02 იან 2020, 21:52

    ძაან მაინტერესებს მესი რატო არაა ამ სიაში

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    02 იან 2020, 21:10

    წარმატებებიი სუაააა👍👍👍👍

  • M10 S9 D11
    02 იან 2020, 20:46

    სუა მოიგებს

  • Bebeto
    02 იან 2020, 19:55

    Uechveli aigebs