workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსელონას” 2014/15 წლების სეზონის გუნდი ათწლეულის საუკეთესოდ დასახელდა

“ბარსელონას” 2014/15 წლების სეზონის გუნდი ათწლეულის საუკეთესოდ დასახელდა

ამერიკულმა Fox Sports-მა, გასული ათწლეულის საუკეთესო სპორტული გუნდის გამოსავლენად, გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვა ოლიმპიური სისტემით ჩატარდა – წინასწარ შერჩეული 32 გუნდი 16 წყვილში გადანაწილდა, გულშემატკივრებს კი, სოციალური ქსელის საშუალებით, თითოეულ წყვილში გამარჯვებული უნდა გამოევლინათ.

ვინაიდან გამოკითხვა ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა, გასაკვირი არაა, რომ კანდიდატთა შორის ამერიკული გუნდები ჭარბობდნენ. ფეხბურთს მხოლოდ 3 წარმომადგენელი ჰყავდა – 2014/15 წლების სეზონის “ბარსელონა”, 2010 წლის ესპანეთის ნაკრები და 2018/19 წლების სეზონის “ლიონის” ქალთა გუნდი.

“ბარსელონამ”, 1/16-ფინალში, 2015/16 წლების სეზონის “გოლდენ სთეით უორიორზი” დაამარცხა; 1/8-ფინალში, 2012/13 წლების სეზონის “მაიამი ჰიტი”, 1/4-ფინალში, 2019 წლის აშშ-ს ქალთა ნაკრები; 1/2-ფინალში, 2016/17 წლების სეზონის “გოლდენ სთეით უირიორზი”; ხოლო ფინალში 2011/12 წლების სეზონის “კენტუკის” (კალათბურთი, NCAA) აჯობა.

ფინალურ დაპირისპირებაში, რომელშიც მონაწილეობა 55 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, “ბარსელონას” მხარი გულშემატკივრების 53%-მა დაუჭირა.

2014/15 წლების სეზონში, “ბარსელონამ” სამივე ტიტული მოიგო, ხოლო მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიომ 122 გოლი გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 02 იან 2020, 10:31
    #4

    2011 წლის გუნდი საუკეთესოა ისტორიაში.

  • Bola
    schedule 01 იან 2020, 20:53
    #3

    ნუ გემოვნების ამბავია. 2011 წლის გუნდი ნებისმიერ ჩემპიონატს მოუგებდა და ყველას დომინანტურად გადაუვლიდა. 2015 ის უფრო ტრიოო იყო ისეთი შეტევა და გოლები რომ სანახაობა იყო მოკლედ… შეტევა ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში თუ საუკეთესო არა დაა 2011 ში აიი ხო პედრო იყო სიტყვაზე შეტევაში მარა ისიც ბლომად ყრიდა იმიტო რო უკან იყო ისეთი გუნდი და პლიუს მესის სასწაული ფორმა რო თვითონ ბარსელონაროგორც გუნდიი იყოო ზემოთ ყველასგან მოშორებით და ბარსელონას კი არ უგებდნენ. ბარსელონა აგებდა და ეგრე წააგო ორი ლიგა გვარდის ეპოქაში.

  • M10 S9 D11
    schedule 01 იან 2020, 19:57
    #2

    რა სისულელეა გვარდის 2011 წლის გუნდი ზე დონე რაის 2024/15 წლის ბარსა

  • marco reus 11
    schedule 01 იან 2020, 16:00
    #1

    პეპის 2011 წლის ბარსა როგორც გუნდი უკეთესად მიმაჩნია მე. ეს უფრო შემტევ ტრიოზე დამოკიდებული გუნდი იყო უკვე..