workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: “შანსები 50/50–ზეა”

ბუსკეტსი: “შანსები 50/50–ზეა”

სერხიო ბუსკეტსმა ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ შეხვედრაზე და განაცხადა, რომ შანსები მადრიდის “რეალთან” 50/50–ზეა.

 

მესამე “კლასიკო” მოდის ოთხიდან: “დარწმუნებული ვარ, ეს თამაში განსხვავებული იქნება წინა ორისგან. ძალიან მძიმე ბრძოლა გველის და არავის ეგონოს, რომ ყველაფერი 90 წუთში გადაწყდება. საბოლოო შედეგს “კამპ ნოუზე” გავიგებთ”. განაცხადა სერხიომ პრეს–კონფერენციაზე. ბუსკეტსი თვლის, რომ შანსები თანაბარია: “შანსები 50/50–ზეა. ჩვენ არანაირი უპრატესობა არ გვექნება, რადგანაც ეს ორმატჩიანი დუელია და ყველაფერს უნდა მოველოდეთ”.

 

“არანაირი გამართლება”

 

კლუბს დააკლდება 5 პირველი გუნდის ფეხბურთელი: აბიდალი, ადრიანო, მილიტო, მაქსველი. ეს ფეხბურთელები ძირითადი გუნდის მეოთხედს შეადგენენ და სწორედ გადამწყვეთ შეხვედრაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება. ბუსკეტსმა თავი არ გაიმართლა: “რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტნი ვართ, მით უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ბოსს აქვს რამდენიმე ვარიაცია, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება. ახლა თავის მართლების დრო არ გვაქვს, გამარჯვებისთვის ყველაფერს ვიზამთ. თავს იმ არგუმენტით ვერ დავიცავთ, რომ დაღლილები ვართ”.

 

სამეფო თასი

 

სერხიომ აღნიშნა, რომ: “მადრიდი ძალიან სახიფათო მეტოქეა და სწორედ მათ წინააღმდეგ გვიწევს ასპარეზობა. ახლა ცუდად ნამდვილად არ გამოვიყურებით და თავს მაქსიმალურად წარმოვაჩენთ “რეალთან” მატჩებში. “ბარსელონას” აქვს ფორმულა, რომლითაც დედაქალაქელებს დავამარცხებთ. ჩვენ ვითამაშებთ ჩვენს ფეხბურთს და ვირწმუნებთ “ბარსას” ფილოსოფიას. ისევე ვითამაშებთ, როგორც “მესტალიაზე” მეორე ტაიმში ვიასპარეზეთ. მცირე დეტალებს კი გავაუმჯობესებთ და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს”. დაასრულა სერხიო ბუსკეტსმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward