workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტოდიბოსთვის 6 კლუბი იბრძოლებს

ტოდიბოსთვის 6 კლუბი იბრძოლებს

“ბარსელონას” 19 წლის ცენტრალური მცველის, ჟან-კლერ ტოდიბოს ხელში ჩასაგდებად 6 გუნდი იბრძოლებს.

ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ დიდი კონკურენციის გამო, მას კატალონიურ კლუბში თავის გამოჩენის შანსი არ ეძლევა. ამის გამო, “ბლაუგრანაში” ფეხბურთელის იანვარში გაშვებას არ გამორიცხავენ. სახელდება 2 ვარიანტი – განათხოვრება, ან გაყიდვა და გამოსყიდვის უფლების დატოვება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ტოდიბოს დამატების სურვილს 6 კლუბი გამოთქვამს: “მონაკო”, “ევერტონი”, “მილანი”, “ბენფიკა”, “ლევერკუზენი” და “საუთჰემპტონი”. როგორც ჩანს, მანამდე დასახელებულმა “უოტფორდმა” ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დაკარგა.

კატლაონიური წყაროს ცნობით, ყველაზე მეტად “მილანი” აქტიურობს, მაგრამ უახლოეს მომავალში “ევერტონისა” და “მონაკოს” გააქტიურებაა მოსალოდნელი.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონამ” ფეხბურთელს, მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისღებად, 15-დღიანი ვადა მისცა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 27 დეკ 2019, 00:47
    #3

    დაანებეთ თავი ამ ბიჭს არაა გასაშვები

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 26 დეკ 2019, 17:32
    #2

    ტოდიბო ბარსაში დარჩება!

  • nika 54
    schedule 26 დეკ 2019, 15:39
    #1

    კატლაონიური წყაროს ცნობით,
    სირცხვილია… დღე არ გავა შეცდომა არ გაგეპაროთ. პატივი ეცით მომხმარებელს.