workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ფაბიო ვარგასი: ლეოს ამ საქციელს არასდროს დავივიწყებ

ფაბიო ვარგასი: ლეოს ამ საქციელს არასდროს დავივიწყებ

იშვიათი გამონაკლისების გარდა, ლიონელ მესი თავის სათქმელს მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე ამბობს. იშვიათია მისი ინტერვიუები, ასევე იშვიათად ვრცელდება ინფორმაცია არგენტინელის მოედანს მიღმა ცხოვრებაზე.

ერთ-ერთი გამონაკლისია 2010 წელს მომხდარი შემთხვევა, რომელსაც კოლუმბიელი ნახევარმცველი ფაბიან ვარგასი იხსენებს.

ვარგასი, იმ დროს, “ალმერიაში” თამაშობდა. მისმა გუნდმა, “ბარსელონასთან” გამართულ შეხვედრაში, 0-8 წააგო.

“თამაშამდე, ჩემმა რამდენიმე მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, მათთვის ჩემი მაისური მიმეცა, რათა აუქციონზე გაეყიდათ და იმ წელს ჩემს სამშობლოში მომხდარი წყალდიდობით დაზარალებულებს დახმარებოდნენ.

ვიფიქრე, “ბარსელონასთან” თამაშით მესარგებლა, შეხვედრის წინ ლეოს ვესაუბრე, სიტუავია ავუხსენი და ვთხოვე, მატჩის შემდეგ მაისური მოეცა.

თამაშის შედეგის გამო, მოედანი დაუყოვნებლივ, გაბრაზებულმა დავტოვე და მესისთვის მაისურის გამორთმევა დამავიწყდა.

გასახდელში, ჩვენმა თანამშრომელმა მითხრა, რომ ვიღაცას ჩემი ნახვა უნდოდა. გამოვედი და დავინახე მესი პატარა ჩანთით. მან მითხრა: “აქაა მაისურები, რომლების მოგროვებაც მოვახერხე”. მას მადლობა გადავუხადე და გადავეხვიე. მეგონა, რომ ჩანთაში მხოლოდ მისი მაისური იყო.

როდესაც დავბრუნდი და ჩანთა გავხსენი, ვნახე, რომ იქ არა მხოლოდ მესის, არამედ ჩავის, ინიესტას, დანი ალვესის, პიკესა და პუიოლის მაისურებიც იყო.

ლეოს ამ საქციელს არასდროს დავივიწყებ.

მესის ვუსურვებ, რეკროდების დამყარება განაგრძოს. მისი საქციელის გამო, ეს ისაა, რასაც ყოველთვის ვისურვებ.” – განაცხადა ფაბიო ვარგასმა El Pais-სთან საუბრისას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Muriko^FCB
    schedule 26 დეკ 2019, 23:25
    #6

    ციტატა: Gaucho86
    პეძიკა ტატუს არ იკეთებს,რადგან სისხლის დონორია ხშირად და ცდილობს,სისხლი არ მოეწამლოს.ასე რომ,ორივეს აქვს ღირსება მეტ-ნაკლებად


    ლეოსაც შეეძლო სისხლის გაღება რო არა ბავშობაში მისი ფეხების პრობლემა ასე თუ ისე წამლებით გაზრდილია მესისაც არ ჰქონია დიდი ხანი ტატუ თუ არ ვცდები ტიაგოს ხელები რო ეხატა ეს იყო პირველი

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 26 დეკ 2019, 13:03
    #5

    ლეოს არაფერი ეშლება❤❤❤❤

  • Bola
    schedule 26 დეკ 2019, 12:43
    #4

    ხასიათში აქვს რა. ეგრთი ხასიათის ტიპია…ეს თავის მოჩვენებებიც არ შეუძლია.. წყნარია და თავის სამყაროში ყოფნა უყვარს. ასეთ რამეებს სულ ვერ დაგეგმავ და პიარისთვის ვერ გააკეთებ თუ შიგნით არ გაქვს ეგ ყველაფერი. თავს რომ აჩვენებდე ყველას სადღაც ნერვები გიმტყუნებს და ამდენიხნის განმავლობაში რამე ცუდს იზამდი მარა არაა ეს დობრი ტიპია. მორიდებული. რონალდო კიდე იმიტოა დიდი ფეხბურთელი რომ მესის როგორც კი ახსენებს ვინმე იმწამსვე რონალდოს ხსენებას ვიწყებთ და ვადარებთ. აიი ეგაა ზუსტად რონალდოს შრომის დამსახურება. თორე არც ჩვენ ვიქნებოდით მესისნაირები მაგდენი ფული რომ გვქონდეს და ალბათ არც რონალდოს ნაირები. მათი ფული.. მათი სახელი და მათი მიღწევებია…რაც უნდათ იმას გააკეთებენ. სიკეთეს თუ გააკეთებენ მადლობლები გიქნებით. არ გააკეთებენ და ჩვენი ერთი ადგილის საქმე არაა.

  • Gaucho86
    schedule 26 დეკ 2019, 12:21
    #3

    პეძიკა ტატუს არ იკეთებს,რადგან სისხლის დონორია ხშირად და ცდილობს,სისხლი არ მოეწამლოს.ასე რომ,ორივეს აქვს ღირსება მეტ-ნაკლებად

  • me da barca
    schedule 26 დეკ 2019, 09:46
    #2

    მერე რა, შამპუნამაც აჩუქა თავისი მაისური სტილისტს, იმიტომ, რომ ახალი პრიჩო გაუკეთა.
    ცოტა არ იყოს ავფორიაქდი, წუხელ ძილში ხომ არ გაუფუჭდა ვარცხნილობა, თუ კალგოტკა ჰქონდა თავზე წამოცმული. 😂😂

  • M10 S9 D11
    schedule 26 დეკ 2019, 01:05
    #1

    ნუ არ ვიცი რაა საუკეთესოა ყველანაირად