ლა ლიგის 33–ე ტურის შეხვედრაში, სადაც “ბარსელონა” უმასპინძლა “ოსასუნას” და დაამარცხა 2:0, დაშავდნენ მაქსველი და გაბი მილიტო. ტრავმის სირთულეს სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაარკვევენ.
გაბრიელ მიილიტო იძულებული გახდა მოედანი 65–ე წუთზე დაეტოვებინა და მის ნაცვლად ჩავი ერნანდესი გამოვიდა. არგენტინელს კუნთზე აქვს პრობლემები.
მაქსველმა ტრავმა მუხლის არეში მიიღო
მაქსველმა, რომელმაც შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და დაცვის მარცხენა მხარეს ამყარებდა, მიიღო ტრავმა, ოღონდ მუხლის არეში. მოგეხსენებათ, მისი პარტნიორიც, ადრიანო კოერიაც, ტრავმირებულია. არგენტინელის მსგავსად, ბრაზილიელსაც უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა, რათა შეიტყონ შეძლებს თუ არა იგი მადრიდის “რეალთან” თამაშს. თუ მისი დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა, მაშინ ძალიან დიდი პრობლების წინ აღმოჩნდება გვარდიოლა, რადგანაც მაქსველის სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს.