“სევილიას” პრეზიდენტი ხოსე კასტრო აცხადებს, რომ მის კლუბს იანვრის ტრანსფერები დაგეგმილი არ აქვს, თუმცა ივან რაკიტიჩის დაბრუნება გამორიცხული არაა.
Marca-ს ცნობით, რაკიტიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას კასტრომ ასეთი პასუხი გასცა: “დრო გვიჩვენებს, შესაძლებელია თუ არა ეს.
ტრანსფერების დრო იანვარში მოვა, ახლა კი თამაშების მოგებაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულნი.”
ცოტა ხნის წინ ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ ის “სევილიას” მაისურის კვლავ მორგებაზე ოცნებობს. თუმცა, მას შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა – ხორვატმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ 4 თამაში დაიწყო და არაა გამორიცხული, მან “ბარსელონას” მნიშვნელოვანი წევრის სტატუსი დაიბრუნოს.




წაიყვანეთ რა წაიყვანეთ
თამაშებს თუ უყურებ და ისე გააკეთებ კომენტარს კარგი იქნება.. დეიონგი სულ სასტავშია, არტურიც ბევრს თამაშობს, გაისად არვიცი მარა წელს რაკეტამ 60 პროცენტი მაინც უნდა ითამაშოს, რაც სასტავშია ცენტრი გამოსწორდა
ძლივს ვიღაც გამოჩნდა ისეთი რომელმაც ეს შენიშნა 🙂
Bolo otxi tamashit sadac dziritadshi iyo gadawyvita tavisi bedi amkacma mmomavalshi sheidzleba daazaralos amis dziritadshi tamashma frenkis da arturis shetamasheba maara dges shedegi saxezea
ზაფხულამდე რო დარჩეს კაი იქნება.
რაკეტამ თავისი მოჭამა უკვე. ასაკშია და ჯობია წავიდეს, მისთვისაც კარგი იქნება და გუნდისთვისაც. ამის გამო არტურს და დე იონგს ეკარგება დრო