დოს სანტოსი: კარლოს ველას “ბარსელონადან” შეთავაზება აქვს

დოს სანტოსი: კარლოს ველას “ბარსელონადან” შეთავაზება აქვს

“ლოს ანჯელესის” მექსიკელი შემტევი კარლოს ველა “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას კატალონიელთა აღზრდილი და ამჟამად “ლოს ანჯელესში” მოთამაშე კიდევ ერთი მექსიკელი, ჯონათან დოს სანტოსი ავრცელებს.

“ახლა შვებულებაში ვიმყოფები და ველასთან ხშირი კონტაქტი არ მაქვს. თუმვა, სიმართლეა, რომ მას შეთავაზება აქვს [“ბარსელონასგან”]. არ ვიცი, როგორ მოიქცევა.

ველა “ლოს ანჯელესში” ძალიან ბედნიერია, მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ როდესაც შენით “ბარსელონა” ინტერესდება, ეს შესანიშნავი შანსია.” – განაცხადა დოს სანტოსმა W Radio-სთან საუბრისას.

გავრცელებული ინფომრაციით, “ბარსელონას” მხრიდან ველას მიმართ დაინტერესება უსმან დემბელს მორიგმა ტრავმამ გამოიწვია. კატალონიელები 30 წლის ფეხბურთელთან მცირეხნიანი კონტრაქტის გაფორმებას შეეცდებიან. MLS-ის ახალი გათამაშება 2020 წლის თებერვლის ბოლოს იწყება და ველას შეუძლია მანამდე ესპანეთში ითამაშოს.

კარლოს ველას ესპანეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. 2006-07 წლებში ის “სალამანკაში”, 2007-2008 წლებში “ოსასუნაში”, ხოლო 2011-2018 წლებში “სოსიედადში” თამაშობდა. ლა ლიგაში ჩატარებულ 283 თამაშში მექსიკელს 76 გოლი დაუგროვდა. 2018 წელს ის MLS-ში გადაბარგდა, სადაც 60 თამაში და 48 გოლი დააგროვა. აქედან 31 მატჩი და 34 გოლი 2019 წელზე მოდის.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    12 დეკ 2019, 03:55

    რა კარლოს ველა პანაშვიდი ბარსამ უ და ფადაუხადოს თუ რატო უნდა მოიყვანონ?

  • duggu
    11 დეკ 2019, 21:03

    1-2 სეზონს უმაღლეს დონეს ითამაშებს ეს და ბარსას კარგად მოერგება ჩემი აზრით

  • Don_Andresito
    11 დეკ 2019, 20:26

    ეს მაშინ უნდა მოეყვანათ ბოატენგი რო მოათრიეს. გაცილებით უკეთესად ითამაშებდა.ეხლა პროსტა ფატია ცოდო და პერესიც, იმათი დრო რო არ წაიღოს თორე მამენტ კლასნია ველა. გოლის ალღოც აქვს და გამოცდილებაც

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    11 დეკ 2019, 20:24

    სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში