workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერი-ბარსელონა – განაცხადი ცნობილია

ინტერი-ბარსელონა – განაცხადი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მილანში “ინტერთან” გასამართი მატჩისთვის განაცხადი ცნობილია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ერნესტო ვალვერდეს იტალიაში გადახალისებული შემადგენლობა მიჰყავს. ტრავმირებული სემედუს, ალბას, დემბელესა და არტურის გარდა, განაცხადს მიღმა პიკე, მესი და სერჟი რობერტო დარჩნენ.

20-კაციან განაცხადში ინიაკი პენია, კარლეს პერესი, რიკი პუჩი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო და დანი მორერი მოხვდნენ. თამაშის წინ, ვალვერდეს, განაცხადში 18 ფეხბურთელის დატოვება მოუწევს. ერთ-ერთი, ვინც განაცხადს დააკლდება, მეკარე იქნება – ტერ შტეგენი, ნეტუ ან პენია.

თამაში ხვალ, 10 დეკემბერს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • CHEPE24
    schedule 03 ოქტ 2022, 17:42
    #22

    ბალდე პიკე გარსია ალბა იქნება სავარაუდოდ დაცვის ხაზი

  • nika 54
    schedule 03 ოქტ 2022, 16:21
    #21

    მთავარია არ წავაგოთ და გასული ვართ ჯგუფიდან.