“ბარსელონას” მარცხმა “მესტალიაზე” არამარტო “კულეები” გააკვირვა, არამედ ამ კლუბის ყოფილი წევრებიც, რაფაელ მარკესიც და ტიერი ანრიც. ისინი ძალიან დამწუხრებულნი იყვნენ ამის გამო. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
“მე ძალიან დამწუხრებული ვარ ჩემი თანაგუნდელების მარცხით და ვიზიარებ “კულეთა” მწუხარებას”. განაცხადა ფრანგმა ფეხბრუთელმა ამერიკულ ჟუნრალ–გაზეთებთან ინტერვიუში. როგორც იცით, ტიტის ეს თასი მოგებული აქვს “ბარსასთან” ერთად, სწორედ იმ ოქროს წლებში, როდესაც “ბლაუგრანამ” ტრიპლეტი მოიგო (2008/09 წლები). რაფაელ მარკესიც სწორედ ამ “ოჯახის” წევრი იყო. მექსიკელიც ძალიან დამწუხრდა იმის გამო, რომ “ბარსამ” ვერ მოიგო სამეფო თასი: “შემტევმა ტაქტიკამ მართლაც გაამართლა, თუმცა ყველაფერი იღბალმა გადაწყვიტა”.