workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: “ჩემპიონთა ლიგაში გადაწყდება ვინ არის საუკეთესო”

კრუიფი: “ჩემპიონთა ლიგაში გადაწყდება ვინ არის საუკეთესო”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა, ისაუბრა სამეფო თასის ფინალზე, სადაც “რეალმა” 1:0 დაამარცხა “ბარსელონა”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქელებმა ამ შეხვედრაში 0:1 იმარჯვეს: “კატალონიელებმა თითქმის მოიგეს ეროვნული ჩემპიონატი, ხოლო “თეთრებმა” უკვე ხელთ იგდეს სამეფო თასი. სწორედ ამიტომ, საუკეთესო გუნდის ვინაობას გავიგებთ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალების შემდეგ”. თქვა კრუიფმა.

 

ლეგენდარულმა “მფრინავმა ჰოლანდიელმა” ასევე ანალიზი გაუკეთა ფინალურ შეხვედრას: “ბარსელონა” ცუდად გამოიყურებოდა პირველ ტაიმში. რაც შეეხება “რეალს”, ისეთ შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მეორე ტაიმში ძალიან დაიღალნენ და ფიზიკურ კონდიციებს იღდგენდნენ. მაგრამ იმის თქმა არ შეიძლება, რომ “რეალმა” დაუმსახურებლად მოიგო”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward