workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვანდა მეტროპოლიტანო” – მესის ახალი სამიზნე

“ვანდა მეტროპოლიტანო” – მესის ახალი სამიზნე

ლა ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური მატჩის დაწყებამდე ორ საათზე ცოტა მეტი დარჩა. დღეს, “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, მადრიდის “ატლეტიკო” “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

მადრიდულ კლუბთან განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ლეო მესის. არგენტინელისთვის, “სევილიას” (38 თამაშში 37 გოლი), “ატლეტიკო” ყველაზე საყვარელი მეტოქეა. “როხიბლანკოს” კარში ლეოს 29 გოლი აქვს გატანილი, ამისთვის კი მას მხოლოდ 38 თამაში დასჭირდა.

ამ 29 გოლიდან 12 მადრიდში გამართულ შეხვედრებზე მოდის. თუმცა, მესის “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჯერ არ გაუტანია. “ატლეტიკოს” ახალ სტადიონზე “ბარსამ” აქამდე 2-ჯერ ითამაშა და ორივე ეს შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 1-1 დასრულდა. პირველ შემთხვევაში გოლი ლუის სუარესმა გაიტანა, წინა სეზონში კი – უსმან დემბელემ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 02 დეკ 2019, 12:03
    #9

    ციტატა: me da barca

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ჯარიმა უნდა გაიტანოს მესიმ და ეგ იქნება უმაგრესი


    მე მგონი სიმეონემ კატეგორიულად გააფრთხილა ფეხბურთელები ჯარიმა არ აიკიდოთ საჯარიმოსთან ახლოსო.


    მესი რომ წააქციეს საჯარიმოს ხაზთან(არ მახსოვს ვინ) მანდ უნდა დაედო ჯარიმა,დაეჯახა უკნიდან ნაჯახი. რაც მთავარია მოვიგეთ.

  • me da barca
    schedule 02 დეკ 2019, 09:32
    #8

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ჯარიმა უნდა გაიტანოს მესიმ და ეგ იქნება უმაგრესი


    მე მგონი სიმეონემ კატეგორიულად გააფრთხილა ფეხბურთელები ჯარიმა არ აიკიდოთ საჯარიმოსთან ახლოსო.

  • me da barca
    schedule 01 დეკ 2019, 23:08
    #7

    არგენტინელისთვის, "სევილიას" (38 თამაშში 37 გოლი), "ატლეტიკო" ყველაზე საყვარელი მეტოქეა. 
    ——–
    აზრს ვერ ჩავწვდი, ალბათ სიტყვა "შემდეგ" აკლია.

  • BEQA BARCA
    schedule 01 დეკ 2019, 23:04
    #6

    მესი ჰეთ თრიქს შეასრულებს.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 01 დეკ 2019, 22:51
    #5

    ჯარიმა უნდა გაიტანოს მესიმ და ეგ იქნება უმაგრესი

  • M10 S9 D11
    schedule 01 დეკ 2019, 22:38
    #4

    ხოდა დღეს გაიტანს ლომი

  • GelaD8
    schedule 01 დეკ 2019, 21:54
    #3

    მეგობრებო დაიმახსოვრეთ ბარსა დღეს მოიგებს 1-4 ..ერთს სუა გაიტანს..ორს მესი…ერთს კი ვიდალი

  • azulgerana
    schedule 01 დეკ 2019, 21:52
    #2

    მესის წასვლის შემთხვევაში ბარსელონა არსენალის და მანჩესტერის დღეში აღმოჩნდება

  • რაკეტა
    schedule 01 დეკ 2019, 21:46
    #1

    გაიტანს უეჭველი 1ს კი არა 2ს ისე მოშლილია ატლეტიკოს ნაჯახი დაცვაა