მადრიდის “ატლეტიკოს” კაპიტანი კოკე “ბარსელონასთან” ხვალ გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
კითხვაზე, ხომ არაა წლევანდელი “ბარსა” წინა წლების გუნდთან შედარებით სუსტი, კოკე ასე პასუხობს: “არავითარ შემთხვევაში. “ბარსელონა” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს. ამ მატჩში გულშემატკივრების სერიოზული დახმარება დაგვჭირდება. რთული თამაში გველის, მაგრამ გვინდა გულშემატკივრებს სიამოვნება მივანიჭოთ.” – ციტირებს კოკეს სიტყვებს As.
კოკემ კომენტარი იმ ფაქტზეც გააკეთა, რომ ლა ლიგაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მისმა გუნდმა “ბარსელონა” მხოლოდ 2-ჯერ დაამარცხა: “ყველა თამაში ერთმანეთისგან განსხვავებულია. რთული დაპირისპირება გველის, რომელიც კარგად უნდა დავიწყოთ. მეტოქეს ბურთი უფრო ხშირად ექნება, ჩვენ კი მას ინტენსიურ თამაშში უნდა ავყვეთ.”
“ბარსელონა” და “ატლეტიკო” ერთმანეთს ხვალ, მადრიდში, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაუპირისპირდებიან.
ახლა 4 0 რო მოიგოს ბარსამ მაგარი იქნევა
3 წაგება აქვს ბარსას და არც ერთში ბუსკეთსი არ იყო, (ორჯერ საერთოდ არ უთამაშია ერთხელ შეცვლაზე შემოვიდა) გამომდინარე იქიდან, რომ ბარსა სტუმრად "დაფრინავს" და ბუსიც არ იქნება, ამიტომ არ მომწონს ეს ამბავი.
მესი გასაგებია. მაგრამ…ვალვერდე რომ მეტოქის მე-12 მოთამაშეა… ?!
არა, მადრიდში ვალვერდე 13 იქნება იქ მაყურებელია მე-12.
უნდა დავადუღოთ ესენი ხვალ
მესი გასაგებია. მაგრამ…ვალვერდე რომ მეტოქის მე-12 მოთამაშეა… ?!
რთული თამაში იქნება, რადგან მეტოქე "ატლეტიკოა", თან საკუთარ სტადიონზე არიან. კარგი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გასვლა გარანტირებული აქვთ ბიჭებს და შედარებით თავისუფლად ითამაშებენ.
სადაც მესია იქ უპირატესობა ყოველთვის აქვს გუნდს. ასე რომ უნდა გავაგრძელოთ მჩეხავების წაგების სერია. იმედია არ დაგვტრამვავენ.