“ბარსელონას” გუშინდელი მეტოქის, “დორტმუნდის” მცველი მატს ჰუმელსი აცხადებს, რომ ლეო მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც მას ოდესმე უნახავს.
თამაშის შემდეგ UEFA-ს წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომაა ლეოს შეჩერება შეუძლებელი, ჰუმელსი ასე პასუხობს: “ამას ბევრი მიზეზი აქვს, ფაქტი კი ისაა, რომ მესი საუკეთესო ფორმაშია. ის საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს.”
“დორტმუნდთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში (3-1) მესიმ თავი 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მესი არის ფეხბურთის სამყაროში უდიდესი მოვლენა, კაცმა ყველაფერი ,,გააუბრალოვა" რო რამე გაგიკვირდეს ვინმესგან. მხოლოდ მას შეუძლია რაღაც განსაკუთრწბის ჩადენა
ლიტვის ნაკრების მცველი-კრიშტიანუ საუკეთესოა
ფარერის კუნძულებმა ნაკრების მცველი-კრიშტიანუ საუკეთესოა
კარგია როცა ამ დონის ფეხბურთელები ამას ამბობენ
გუშინ მართლა ძალიან მაგრად ითამაშა
შენ კი გათრია მოპარული პლაშივით
გოლები და ასისტები ხოო მაგრამ დრიბლინგები რაიყოო 😍 ახალგაზრდა ლეო გამახსენდა ბურთს რომ მიიღებდა გუშინ და აჩქარდებოდა გარშემო თითქოს გაურღვეველი ბარიერი ერტყა და რომც გდომებოდა ვერ მიეკარებოდი😍😎 გრძელი თმები უნდოდა დაა 21-22 წლის ბიჭი იყო <3 ვაიმე ეს რომ წავა ფეხბურთიდან საფეხბურთო სამყარომ უნდა იტიროს განურჩევლად იმისა რა გუნდის ფანია