“დორტმუნდთან” შეხვედრა “ბარსელონას” მარცხენა მცველის, ჟუნიორ ფირპოსთვის განსაკუთრებული იყო – მას ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე არასდროს ეთამაშა.
23 წლის ესპანელი დებიუტით კმაყოფილია.
“ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დებიუტი შედგა. ძალიან მინდოდა, ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა და დღეს ეს მოხდა. შესანიშნავი ღამე იყო.
“კამპ ნოუს” სავსე ტრიბუნების წინაშე კარგად თამაში და მომდევნო ეტაპზე გასვლა მნიშვნელოვანი იყო. ეს ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ შევძელით და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ”. – ამბობს ჟუნიორი.
კარგი ბიჭი ხარ შენ და მიდი ბოლომდე მიაწექი
საკმაოდ კარგად ითამაშა მე მომეწონა ეხლა ატლეტიკოსთან ვნახოთ რას იზავს