ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “დორტმუნდთან” მატჩის შემდეგ

ერნესტო ვალვერდე “დორტმუნდთან” მატჩის შემდეგ

დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩი (3-1) “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ შეაფასა. 

“კარგი ფეხბურთელები ერთმანეთს ყოველთვის უგებენ. მესი და სუარესი სრულყოფილად არიან შეთამაშებულები, რადგან ერთად დიდი დრო გაატარეს. მესისა და გრიზმანს შორისაც იგივე მოხდება, ოღონდ ამას დრო სჭირდება. 

რა შემიძლია, მესის თამაშის შესახებ ვთქვა, დღეს ის შესანიშნავი იყო. 

არ ვიცი, დემბელემ ახალი ტრავმა მიიღო თუ წინა გაუმიზეზდა. მგონი, ეს უხერხული მოძრაობის შედეგი იყო, რადგან ახტომის დროს მოხდა. ეს მაშინაა, როცა შენელებას აპირებ. მის გამო ვწუხვართ. 

ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდებოდა, დემბელეს შეცვლა საჭირო რომ არ გამხდარიყო, გრიზმანმა კი თავი რთულ გამოწვევას გაართვა. 

ზედიზედ მეორე წელია, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე რთულ ჯგუფში ვართ და გასვლას ერთი თამაშით ადრე ვინაღდებთ. 

ბოლო რამდენიმე წუთს თუ არ ჩავთვლით, “დორტმუნდთან” გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა”. – განაცხადა ვალვერდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • duggu
    schedule 28 ნოე 2019, 14:15

    ცხვირა, მისმინე ჯიგარო!!! შენ ტრიპლეტიც რო დადო მაინც გასაძუყნი ხარ და გასაგდები. ასე რომ out შენი გონებაჩლუნგობა რომ არა წელს მესამე ლიგას უნდა ვიგებდეთ

  • andria17
    schedule 28 ნოე 2019, 13:56

    ამ კაცს შეუძლია რო ბარსას გამართული ფეხბურთი ათამაშოს მაგრამ არათამაშებს თუ არვიცი რაუნდა

  • M10 S9 D11
    schedule 28 ნოე 2019, 12:15

    აი ბოლო ნახევარი საათი მაინც წაუვალვერდე რაა გაგეგრძელებინა ისე თამაში როგორც პირველ ტაიმში ათამაშე გუნდი ბოლომდე გესიამოვნებინა ფანებისთვის მარა არა მაინც ტნკდბით დადექი დაცვაში

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 28 ნოე 2019, 11:58

    დავაი ბილაბაოში დაგაზე,ოღონდ ბასკურში😂😂 იდიოტო,ჩმორო!

  • me da barca
    schedule 28 ნოე 2019, 11:58

    ამ სამი წლის განმავლობაში თუ რამე საბლატაო გაქვს,
    ეს მესის დამსახურებაა და არა შენი გენიოსო.