“ბარსელონას” ძირითადმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი გოლი ჩვენ გაგვეტანა და ეს მოვახერხეთ.
იმედი მაქვს, ბოლო ტურშიც დავამტკიცებთ, რომ ჯგუფის ლიდერობას ნამდვილად ვიმსახურებთ.
700 მატჩის “ბარსელონას” მაისურით არანორმალურია, ისევე როგორც ის, რაც მესიმ მოედანზე გააკეთა. ის უდავოდ საუკეთესოა”. – განაცხადა გერმანელმა.




საუკეთესოა
არანორმალური კი არა ავადმყოფია
მესი მესია!

მართლა უცხოპლანეტელია ეს კაცი.