“დორტმუნდთან” მატჩის წინ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ხვლინდელი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს და მისი გამოყენება ჩვენი ფანების წინაშე გვსურს.”
“აქ (“კამპ ნოუზე”) ვალდებულები ვართ, რომ მოვიგოთ და ყოველ მატჩში საფეხბურთო გაკვეთილი ჩავატაროთ.”
“რა თქმა უნდა, რაღაცები უნდა გავაუმჯობესოთ. “ლეგანესთან” რთული თამაში შემოვატრიალეთ, ფეხბურთელების დამოკიდებულება ძალიან კარგი იყო, რაც გასათვალიწინებელია.”
“ბუსკეტსი მოედნიდან ხშირად გამყავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ის სასტარტო თერთმეტეულის წევრია. გადაწყვეტილებები იმის მიხედვით უნდა მივიღო, რაც გუნდისთვის იქნება უკეთსი. სერხიო 90 წუთი რომ ვათამაშო, ზოგს განსხვავებული აზრი ექნება – ყველა ადამიანის დაკმაყოფილება შეუძლებელია.”
“რა თქმა უნდა, გაუმჯობესებას ვცდილობთ. სეზონი რამდენიმე თვეა დაიწყო და გვქონდა როგორც ჩავარდნები, ასევე კარგი პერიოდებიც, მაგრამ ხვალინდელი თამაშის თემას ნუ გადავუხვევთ – ხვალ შანსი გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ.”
“წინა მატჩში არტურის არყოფნა ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. ის ნაკრებიდან კარგ კონდიციებში დაბრუნდა.”
“კარგად თამაშისთვის საჭიროა ბევრი შანსის შექმნა და მეტოქისთვის ამავე საქმის გაკეთებაში ხელის შეშლა. თუ ბურთი გაქვს და შანსებს ვერ ქმნი, ესე იგი, რაღაც გაკლია. შეტევა ყოველთვის გვინდა.”
“ვიცით, რომ “დორტმუნდი” კარგი გუნდია და რთული დაბრკოლებების გადალახვა შეუძლია.”
“გრიზმანი? მისი დახმარება უნდა ვცადოთ, როგორც ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში ვაკეთებთ. ჩვენ ვუთხარით ანტუანს, რაც უნდა გააკეთოს, ვფიქრობთ, ეს მას დაეხმარება. გრიზმანი შესანიშნავი მოთმაშეა.”
“ლანგლე ნაკრებიდან მცირე დისკომფორტით დაგვიბრუნდა, ამიტომ არ მინდოდა “ლეგანესთან” გამერისკა. გუშინ, მან სრული დატვირთვით ივარჯიშა და ვფიქრობთ, რომ ის სათამაშოდ მზად არის. ჩვენ ასევე გვყავს უმტიტი. არსებობს ტოდიბოსა და არაუხოს თამაშის შესაძლებლობაც.”
“ფირპო კარგად გამოიყურება. მან იცის, რა მოთხოვნებია ამ კლუბში. ჟუნიორს ვენდობით.”
“დე იონგს თამაში ორ პოზიციაზე შეუძლია. მას შეტევაში სწრაფად გადასვლა და მოწინააღმდეგე გუნდის ხაზებს შორის გაძრომა გამოსდის. ალბათ, ის ბუსკეტსზე ნაკლებად პოზიციურია, მაგრამ ფრენკი მრავლმხრივია.”
“გვარდიოლა? ის ბევრისთვის მისაბაძი მაგალითია.”
“არტური? ის ზოგჯერ სასტარტო შემადგენლობის წევრია, ზოგჯერ – არა. მან მისი ადგილისთვის უნდა იბრძოლოს.”
“ტოდიბო და არაუხო? ნაკრებიდან ტოდიბოც დისკომფორტით დაბრუნდა. არაუხომ უკვე ითამაშა. მას უნდა, რომ ისწავლოს და ვარჯიშებზეც მონდომებულია. ის ძლიერი და სწრაფია.”
“ლეგანესთან” თამაში რთულია. ჩვენ კარგი მატჩებიც უნდა გავიხსენოთ და მხოლოდ ცუდზე არ უნდა ვისაუბროთ. ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ.” – დაასრულა ერნესტო ვალვერდემ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბარსელონასა” და “დორტმუნდს” შორის, ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.




შენ რამე კი არ გაკლია, პირიქით ერთით მეტი გაქვს შიგ.
გოგოებთან და პატარებთან ბოდიში 🙏🏼
ოხ როგორ მეზიზღები,ჯერ ლეგანესთან თამაშის შემოტრიალება რო გახდა საჭირო მაგიტო ხარ სახრეთი საცემი, მერე მეორე, ბურთი 65-70 % Iთ გვაქვს ყველა თამაშში და ვერაფერს ვქმნით, ჯარიმა თუ არ დაიდო, ხოდა რატო არ კითხულობ რატო? შენი ბრალი ხო არაა? გუნდი პატივს არ გცემს, არც საკუთარ თავს აღარ ცემენ პატივს და რაც შენ ხარ ის ხდება დღეს ბარსა
ხო, ხო გაკლია.
შენ გააფსი და გასრიალდი!
არ გვაინტერესებს შენი გათვლები და მოსაზრებები. უვიცი ხარ და out აქედან
წადი შენი ფილოსოფოსი დდშვცი
…პირველ ადგილზე ვართ!.. დაასრულა ერნესტო ვალვერდემ… იმედია კარიერა, საღოლ მწერალო. კონეც სვიაზი……..
ანუ არტური არ არის სასტარტოს წევრი ხომ ბილბაო ! ვინც შენ მწვრთნელობა დაგაბრალა მე იმის …………
რა კლასზე ლაპარაკობ ცხენივით რო გაჭენდა რამდენიმეჯერ კლასს ეძხი მაგას
იმენა დაიფრუტუნა მასტმა ტექნიკა 0-ი აქვსროჟას
მერე იტყვიან მსაჯები არ გვეხმარებიანო
რა კლასზე ლაპარაკობ ცხენივით რო გაჭენდა რამდენიმეჯერ კლასს ეძხი მაგას
ბამპეს ვუყურებ და იმხელა სხვაობა კლასში რა დემბელეე პროსტაა(((
UEFA announce all-time Champions League XI.
There are six current or former Barcelona stars in the selection: Messi, Xavi, Iniesta, Puyol, Piqué and Henry.
ნეი რაპონტეი არაა ძირითადში ((
ვააა,"ბრძენია" და რა ქნას?!😂😂😂😂
მწვრთნელი გვაკლია
ჩვენ ვაკრიტიკებთ და ეს ცხვირა საკლუბო მწვრთნელებს შორის მეათე ადგილზე გავიდა 6 ხმით, პირველადგილოსანმა კლოპმა 369 ხმა მიიღო.
მაგ რაღაცას ტაქტიკა ჰქვია შე ქინძო