“პადერბორნთან” შეხვედრაში (3-3), პაკო ალკასერმა მუხლი დაიზიანა და მინდორი დროზე ადრე დატოვა. Marca-ს მიერ ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი თავდამსხმელი “ბარსელონასთან” მატჩისთვის მწყობრში ჩადგომას ვერ მოახერხებს.
პაკოს ტრავმა ცოტა ხნის წინაც აწუხებდა და ამის გამო მან მონაწილეობა 5 მატჩში ვერ მიიღო.
ალკასერი, რომელიც “დორტმუნდში” გადასვლისთანავე გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდა, “ბარსელონაში” 2016-19 წლებში ირიცხებოდა და “ბლაუგრანას” მაისურით 50 მატჩი ჩაატარა. წინა სეზონში, პაკო “ბორუსიაში” იჯარით თამაშობდა, შემდეგ კი გერმანულმა კლუბმა ის გამოისყიდა.
“ბარსა” “დორტმუნდს” “კამპ ნოუზე” ზეგ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.




მშვენიერია რაც უფრო მადტივად და ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე მოვიგებთ მით უკეთესი
შვებით ამოვუსუნთქე🤣🤣
ჩვენთვის კარგი.