სამუელ უმტიტი: გრიზმანის ვარცხნილობა არ მომწონს

სამუელ უმტიტი: გრიზმანის ვარცხნილობა არ მომწონს

სამუელ უმტიტი, Team Orange Football-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რამდენიმე საინტერესო საკითხზე საუბრობს და არც ხუმრობას ერიდება.

“გრიზმანის ვარცხნილობა არ მომწონს და მას ყოველ დილით ვეუბნები, რომ თმა შეიჭრას.

ანტუანი ამბობს, რომ ის კალათბურთს კარგად თამაშობს. ის ნამდვილად კარგად თამაშობს, მაგრამ არა იმდენად, როგორც ამბობს.” – იხუმრა უმტიტიმ თანაკლუბელ თანამემამულეზე.

26 წლის ფეხბურთელმა კომენტარი “ბარსელონაში” ადაპტაციაზე გააკეთა: “ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საუკეთესო ფეხბურთელებით ვიყავი გარშემორტყმული. მათ ყველაფერი ჰქონდათ მოგებული, მაგრამ ისინი მაინც თავმდაბალი ადამიანები იყვნენ. მათი დახმარებით, ადაპტაციის გავლა ძალიან გამიადვილდა.”

უმტიტიმ მისი ოცნების ხუთკაციანი გუნდიც შეადგინა: “მესი, ტერ შტეგენი, მე, ლაკაზეტი და ინიესტა.”

ფრანგმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტა განსაკუთრებით გამოყო: “მე მას ვაღმერთებდი. როდესაც კლუბში მოვედი, მისით მოვიხიბლე. რასაც მესი აკეთებს, ექტრაორდინალურია, მაგრამ ინიესტა დაუჯერებელი იყო. როგორი იყო ის მოედანზე და მის მიღმა, მშვიდი, ძალიან კარგი. მას ყველა პტივს სცემდა.”

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • BEQA BARCA
    25 ნოე 2019, 18:49

    მეც არ მომწონს. მოკლედ რო ქონდა უხდებოდა.

  • M10 S9 D11
    25 ნოე 2019, 18:03

    ცოტა რო შეიჭრას კაი იქნება

  • ferreira10
    25 ნოე 2019, 15:19

    მართლა საშინლად გააღიზიანებლად აქ ეგ თამა