“ბარსელონა ბ”-ს მთავარი მწვრთნელი გარსია პიმიენტა აცხადებს, რომ მის განკარგულებაში კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც პირველ გუნდში თამაშისთვის მზადაა.
საუბარი 21 წლის მარცხენა მცველზე, სერხიო აკიემეზეა.
“სერხიო აკიემე მზადაა იმ შემთხვევისთვის, თუ ვალვერდეს ის დასჭირდება.
აკიემემ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა, რის შემდეგაც ვალვერდემ მითხრა, რომ ის ფეხბურთელს “ლეგანესთან” მატჩის განაცხადში მოხვედრის კანდიდატად განიხილავდა. თუმცა, მან არჩევანი დანი მორერზე შეაჩერა.
აკიემე შესანიშნავი შენაძენია. აქ თამაში ადვილი არაა, მაგრამ მან ადაპტაცია მაინც სწრაფად გაიარა.” – ციტირებს პიმიენტას სიტყვებს Sport.
ახალგაზრდა ესპანელი მარცხენა მცველი “ბარსელონაში” გასულ ზაფხულში, “რაიო ვალიეკანოდან” 300 ათას ევროდ გადავიდა. მან “ბარსა ბ”-ში 15 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ამას ლა ლიგაშიც აქვს ნათამაშები, 2 ჯერ უფრო გამოცდილია ვიდრე მორერი ან ვაგე. ვალეკანოს პირველი გუნდის წევრი იყო შარშან და კი მართლა კარგი ბიჭია.
ვუყურებ ბარსა ბ-ს თამაშებს და მართლა ძალიან აქტიური და შრომისმოყვარეა
ეს ვინღაა