“ბარსელონას” ფუტსალის გუნდი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა. კატალონიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, ტიტულისთვის ბრძოლაში კი სამ კლუბს დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალებისა და ფინალის მასპინძელი ქალაქი ჯერ კიდევ გასარკვევია. ცნობილია, რომ შეხვედრები 23/24 და 25/26 აპრილს გაიმართება.
“ბარსასთან” ერთად, ფინალურ ეტაპზე რუსული KPRF და “ტიუმენი” და ესპანური “მურსია” ითამაშებს.
წინა სეზონში “ბარსელონა” ნახევარფინალში დამარცხდა, ტურნირის გამარჯვებული კი ლისაბონის “სპორტინგი” გახდა.
კპრფ-ს მწვრთნელი არის ბესიკ ზოიძე. ოთხეულში გასვლის შემდეგ მატჩ ტვ -ზე ინტერვიუს ბოლოს პირდაპირ ეთერში ქართულად შესძახა ქართველებო გენაცვალეთო