დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, “ბარსელონამ” არც ისე დამაჯერებული მატჩი ჩაატარა, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე ვერც “ბლაუგრანას” მომავალი მეტოქეა.
“ბორუსიამ” “სიგნალ იდუნა პარკზე” ბუნდესლიგის აუტსაიდერ “პადერბორნს” უმასპინძლა და პირველი ტაიმი, მოულოდნელად, 0-3 წააგო. ლუსიან ფავრის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ტაიმში სამი გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი დამატებულ წუთებზე და ქულის გადარჩენა მოახერხა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=lP9AYZKi5pg]
ზედიზედ ჩატარებული მოუგებელი მატჩების შემდეგ, “დორტმუნდი” გერმანიის ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. 12 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგას მიონხენგლადბახის “ბორუსია” ლიდერობს.
თუ ვერ მოვუგეთ ღირსები ვიქნებით რო ჩავრჩეთ…
სახე უნდა გავაძროთ ამათ კამპ ნოუზე
ძაააან მინდა 5-6 გოლი გავიტანოთ დორტმუნდთან, მომენატრა ბარსას გიჟური მატჩი,ძაააან მომენატრა და იმედია "კამპნოუზე" ვეღირსები ოთხშაბათს,გასვლაზე მაინც ვერ ვქაჩავთ.
უეჭველი უნდა მოვუგოთ ამათ რა და პირველი ადგილით გავალთ ჯგუფიდან თან ცუდ ფორმაში არიან არც ჩვენ ვართ ფორმაში მარა მესის იმედი მაქ