“ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი იხსენებს, როგორ ეხმარებოდა გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელი კარიერის პირველ ეტაპზე.
“რონალდინიო ძალიან დამეხმარა. როცა 16-17 წლის ვიყავი, გუნდის გასახდელში პირველად მოვხვდი და ასეთ საფეხბურთო გიგანტებთან ერთად ყოფნა რთული იყო.
მან ჩემი მენტორის როლი შეითავსა და ხელი შემიწყო იმაში, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. მეც მას მივყვებოდი. ამის შემდეგ, მოედანზეც ყოველთვის მას ვეძებდი.
ცუდია, რომ ერთად დიდი დრო ვერ გავატარეთ. კარგი იქნებოდა, მას მეტი ეთამაშა”. – ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Daily Star.




თქვენი ხილვა მართლაც რომ ფანტასტიკა იყო
ეგეთი დუეტი არ არსებობს დედამიწაზე ჯერ არ დაბადებულან ! ორი ყველაზე დიდი მხატვარი ფეხბურთში !
ნეტა მართლა მეტი გეთამაშათ ერთად.
ეხლა შენ უნდა იყო მენტორი და დემბელეს და ფატის ასწავლო
კი მართლაც კარგი იქნებოდა