კატალონიის “ბარსელონას” კარის დარაჯმა ვიქტორ ვალდესმა “ვალიადოლიდთან” გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ საფეხბურთო წელი რთული და ინტენსიური გამოდგა, გადმოგვცემს Marca.
გოლკიპერმა აღნიშნა, რომ მათ ჩემპიონობის მოპოვება მხოლოდ ბოლო ტურში შეძლეს.
“სეზონი ძალიან ინტენსიური გამოვიდა. ჩვენ ერთის მხრივ კალენდარი გვირთულებდა საქმეს, მეორეს მხრივ – მადრიდის “რეალი”. ჩვენ უნდა აგვეღო 99 ქულა, რათა გავმხდარიყავით ჩემპიონები. გპირდებით, რომ ჩემპიონთა ლიგის მორიგ გათამაშებაში ფინალში ვითამაშებთ. ამასთან ერთად, მე კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით და სანერვიულო არაფერი მაქვს”, – განაცხადა ვალდესმა.
შეგახსენებთ, რომ ვალდესი ესპანეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში დასახელებულია და არცთუ მცირე შანსი აქვს სამხრეთ აფრიკაში წასვლის.
წყარო: Barca.ru