ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პოლიტიკური გზავნილი “ელ კლასიკოზე”

პოლიტიკური გზავნილი “ელ კლასიკოზე”

ორგანიზაცია “ცუნამის რესპუბლიკა” 18 დეკემბერს, “ბარსელონასა” და “რეალის” შეხვედრაში “კამპ ნოუს” ტრიბუნაზე პოლიტიკური ბანერის გამოფენას აპირებს. ეს ინფორმაცია კატალონიურ Sport-ს ეკუთვნის. 

ბანერზე განთავსებული იქნება გზავნილი ესპანეთის მთავრობის მისამართით: “დასხედით და ისაუბრეთ”. ისინი გეგმავენ, რომ მესიჯი მკაფიოდ ჩანდეს და ორივე კლუბს ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. 

“ელ კლასიკო”, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, არეულობის გამო გადაიდო. ასეთი მდგომარეობის გამეორება დეკემბერში მოსალოდნელი არ არის, თუმცა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები ჩუმად ნამდვილად არ იქნებიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 22 ნოე 2019, 11:08

    ციტატა: azulgerana

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    რაღაცა გული ცუდს მიგრძნობს, რამე პროვოკაცია არ მოხდეს სტადიონზე!


    არა მარი ნუ გეშინია ყველაფერი ძველებურად კარგად ჩაივლის შვიდით ერთი ან ხუთით ორი :))


    ილოცეთ რო ერთით ნოლი მოვიგოთ, რა ხუთ ბურთზეა ლაპარაკი, ხო ხედავთ როგორ მოიხოდა რეალი ჩვენ კი ამ ცხვირას ხელში სადა ვართ ვერ გავიგე. მე პირადად სანთელს ვანთებ თამაშის წინ. ამინ

  • azulgerana
    schedule 22 ნოე 2019, 05:26

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    რაღაცა გული ცუდს მიგრძნობს, რამე პროვოკაცია არ მოხდეს სტადიონზე!


    არა მარი ნუ გეშინია ყველაფერი ძველებურად კარგად ჩაივლის შვიდით ერთი ან ხუთით ორი :))

  • M10 S9 D11
    schedule 22 ნოე 2019, 00:26

    გაახურეს რაა ფეხბურთი და პოლიტიკა შორს ერთმანეთისგან

  • MARI=BARCA-fan
    schedule 21 ნოე 2019, 23:07

    რაღაცა გული ცუდს მიგრძნობს, რამე პროვოკაცია არ მოხდეს სტადიონზე!

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 21 ნოე 2019, 22:47

    ველოდები სამეფო მონების გ ა დ ა ბ უ გ ვ ა ს , მესის გასულ სეზონში არ გაუტანია კლასიკოში და მინიმუმ დუბლს ვუსურვებ,თუმცა ჰეთრიკსაც გასამება უნდა wink kissing_heart .

  • BEQA BARCA
    schedule 21 ნოე 2019, 21:32

    ელ კლასიკოს ვიგებთ უთქმელად.