ESPN-ის ინფორმაციით, ამერიკელი ვინგერი, კონრად დე ლა ფუენტე “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
კატალონიურ კლუბში 18 წლის ფეხბურთელზე, რომელიც “ლა მასიაში” 2014 წელს ჩაირიცხა, “ბარსა ბ”-ში კი მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, დიდ იმედებს ამყარებენ.
მისი კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე იმოქმედებს, “ბარსას” კი მოთამაშის შენარჩუნება დიდი ხნით სურს. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, დე ლა ფუენტეს გამოსასყიდი თანხის რაოდენობა დაახლოებით 75 მილიონი ევრო იქნება.
ბარსა ბ-ში მარტო ერთი თამაში თუ აქვს სად ათამაშებენ აბა 😂😂😂 მგონი ჩიჩილაკი შეაპარეს და ახალ წელს დგამენ
ეს ვაფშე ვინაა პირველად გავიგე
პირველად მესმის.