სანაკრებო პაუზის შემდეგ, “ბარსელონას” ლიდერები დაუბრუნდნენ – დღეს, “სიუტატ ესპორტივაზე”, ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ ივარჯიშეს.
სუარესმა ურუგვაის ნაკრებთან ერთად უნგრეთთან ამხანაგურ შეხვედრაში (2-1) მიიღო მონაწილეობა, მესიმ კი არგენტინასთან ერთად ბრაზილიასთან მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, ურუგვაი და არგენტინა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (2-2), ამ მატჩში კი გატანა და ასისტის შესრულება ორივემ მოახერხა.
“ბარსელონა” თავის მორიგ მატჩს 23 ნოემბერს გამართავს. ერნესტო ვალვერდეს გუნდის მეტოქე ლა ლიგის აუტსაიდერი “ლეგანესი” იქნება.
![მესი და სუარესი დაბრუნდნენ [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2019/11/1574273101_b.jpg)



დავაი ლომო ლეგანესი უნდა ამოტენო
ახლახანს მეტოქეები, ახლა თანაგუნდელები. 😞
ლეგანესი უნდა გავხიოთ..