“ბარსელონას” ორი ფრანგი ფეხბურთელი, კლემან ლანგლე და ანტუან გრიზმანი, დღეს კატალონიაში დაბრუნდა. მათ მატჩები მოლდოვას (2-1) და ალბანეთის (2-0) წინააღმდეგ ჩაატარეს.
ძირითადი გუნდის მოთამაშეების ნაკლების გამო, ერნესტო ვალვერდემ ახალგაზრდული გუნდების ექვს მოთამაშესაც უხმო: “სიუტატ ესპორტივაზე” რიკი პუჩმა, სერჟი პუჩმა, მორერმა, სავერიომ, მარკესმა და პერესმა ივარჯიშეს.
“ბარსელონა” მომდევნო მატჩს შაბათს, სტუმრად, “ლეგანესის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა, თბილისის დროით, 16 საათზე დაიწყება.



ახალი ძალებით უნდა შევხვდეთ დეკემბრის თვეს მიდით ლომებო
მეორე მეკარეა 😀 აი ორი პროფესიონალი ფრანგი. ნეტა ზოგიერთი ფრანგი გავდეს ამათ. ცოტა მუქები რო არიან იმათ ვგულისხმობ 😀 რასიზმში ნუ ჩამითვლით. ლანგლეს გამძლეობა ტრავმების მიმართ ქონდეს ნეტა უმტიტის და გრიზმანის მონდომება და გამძლეობა დემბელეს.
ორი პუჩია..😂😂