ყაზანის ”რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ყურბან ბერდიევა გაანცხადა, რომ მისაბაძ მაგალითად ის ”ბარსელონას” მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას მიიჩნევს, ხოლო ლეო მესის მან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.
”თავდაპირველად ჩემთვის მისაბაძი პიროვნება არსენ ვენგერი იყო, ხოლო ახლა პეპ გვარდიოლაა. მას ახალი არაფერი შემოუტანია, მაგრამ ძალიან კარგად იცის ძველი. ის გუნდს ძლიერ პრესინგს ათამაშებს და 3-5 წამის განმავლობაში მეტოქეს ართმევენ ბურთს, შემდეგ კი ბურთის ფლობის პროცესში ისვენებენ, იღდგენენ ძალებს. ეს არის ის, რაც მან შემოიტანა. ასევე არის ისეთი მომენტები, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, მაგრამ თამაშზე ზეგავლენას ახდენს. მის მოსვლამდე ასეთი რამეები არ ხდებოდა”.
”საუკეთესო ფეხბურთელი ვინც კი მინახავს არის მესი. რასაც ის აკეთებს ფანტასტიკაა. როცა მან ყაზანში ითამაშა ჩვენს 4 ფეხბურთელს ატყუებდა. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი: მესის წინააღმდეგ კოლექტიურად ითამაშეთ და არ მისცეთ მას თავის აწევის საშუალება. მათ ყველაფერი შესანიშნავად შეასრულეს, ოთხმა ფეხბურთელმა. ის კი მათ ისე უმკლავდებოდა თითქოს მის წინ კედელი იდგა… ის ამას დაუფიქრებლად აკეთებს. თუ ჯერ იფიქრებ და შემდეგ იმოქმედებ მას ვერ მოასწრებ”.
”მახსოვს როგორ ითამაშა მარადონამ 1986 წელს. მაშინ მან ორი გოლი გაიტანა… ის, რაც მაშინ მარადონამ გააკეთა მესი ყოველ მატჩში უფრო მაღალ სისწრაფეში აკეთებს. როცა ბურთი მესის აქვს მთელი ყურადღება მასზე გადადის და ამ დროს სხვა ფეხბურთელებს თავისუფლად შეუძლიათ გაიხსნან” – განაცხადა ბერდიევმა.