ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებთან ერთადაა და ხვალ, თელ ავივში, ურუგვაის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
“ბარსელონას” კაპიტნის ისრაელში გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან პალესტინელების მხრიდან საკმაოდ ხშირ მუქარას ჰქონდა ადგილი. შარშან, არგენტინელთა ამხანაგური მატჩი სწორედ ამის გამო არ შედგა.
წინა კვირაში, ღაზას სექტორში არეულობა იყო და ამან საფრთხე გააძლიერა, მაგრამ, როგორც ჩანს, სამხრეთ ამერიკელებმა ისრაელში თამაში სახიფათოდ არ ჩათვალეს.
მატჩი, რომელშიც, დიდი ალბათობით, ურუგვაის მხრიდან ლუის სუარესიც მიიღებს მონაწილეობას, ხვალ, თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.




საჩვენებელი თამაშია მანდ ტრამვას ძალით თუ მიიღებ
ეხლა მესი რო სუარესს დაეჯახოს და ორივემ ტრავმა რო მიიღოს 😀 ბეილს და მოდრიჩს მოუვიდათ მსგავსი ცოტა ხნის წინ 😀 ერთმანეთს არ დაჯახებიან მარა ორივე კი დაიმტვრა 😀
ყველას დედა მივაცენზურე ვინც მესის ემუქრებოდა