ესპანური “ვალენსიას” თავდამსხმელმა დავიდ ვილამ კომენტარი გაუკეთა მის შესაძლო გადასვლას “ბარსელონაში”.
“მე “ვალენსიასთან” მოქმედი კონტრაქტი კიდევ ოთხი წლით მაკავშირებს. იქ საკმაოდ ძვირი გამოსასყიდი თანხაა მითითებული. მე კმაყოფილი ვარ ამჟამინდელ გუნდში ყოფნით და მომწონს, რომ ამ პროექტის ნაწილი ვარ.
ვერ წარმომიდგენია, რომ “ვალენსია” ჩემს გაყიდვას მოისურვებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი გუნდს ფინანსურად ძალიან გაუჭირდება. “ღამურებიდან” მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ ჩემი ტრანსფერი გუნდს გაკოტრებისგან გადაარჩენს”, – ფეხბურთელის სიტყვებს ციტირებს Canal 9.
წყარო: Sports.ru




არა არა უნდა დარჩე