კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “ალკმაარის” ნახევარმცველით, კელვინ სტენგსით ინტერესდება. იტყობინება, Mundo Deportivo.
“ბარსელონას” წარმომადგენლები 20 წლის ფეხბურთელის თამაშს ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ დააკვირდებიან, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართება.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ტალანტმა 23 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 9 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
აქვე შეგახსენებთ, რომ კელვინ სტენგსის აგენტი მინო რაიოლა გახლავთ.



ბოლო ინმფორმაციამ ყველაფერი გააფუჭა.
რაიოლას კლიენტი თუა მოაშორეთ აქედან
23 თამაშში 9 გოლი და 10 ასისტი იედალურზე იდეალური შედეგია ნახევარმცველისთვის. მოიყვანონ აუცილებლად. დიდ ფასს არ დაადებს ალკმაარი. 40ში გაუშვებენ ალბათ. ჰაალანდიც გვინდა ამ ზაფხულს. ჯეკა უნდა წავიდეს დიდი პატივისცემის მიუხედავად. მბაპე მინდა ყველაზე მეტად მარა არარეალურია ეგ ამბავი. ერთი ვინგერიც აუცილებლად გვინდა ნეიმარს არ მოიყვანენ სანჩო შეიძლება ან სანე
Sane s dzma ari da ar ician ertmaneti 😁