Sport-თან ინტერვიუში “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ადასტურებს, რომ ლიონელ მესისთან უვადო კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერიკ აბიდალს სურს, საქმე რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.
“ჩვენთვის, მესი გადამწყვეტი ფეხბურთელია.
ახლანდელი კონტრაქტის მიხედვით მას აქვს უფლება, სეზონის ბოლოს გუნდი დატოვოს, მაგრამ ვიცი, რომ პრეზიდენტი მის წარმომადგენლებს ესაუბრება, რათა ეს საქმე, ერთხელ და საბოლოოდ, დასრულდეს.
იმედი მაქვს, ლეო მესი “ბარსელონაში” კიდევ დიდ დროს გაატარებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი სურვილიცაა”. – ამბობს აბიდალი.



მესი ბარსაში რჩება,მინიმუმ 2022 წლამდე!
აქამდე კიდე შეიძლებოდა სადმე ევროპულ გრანდში.წასულიყო და ახლა არგენტინის გარდა აღარსად არ წავა, მართალია კრისწინაზეც ეგრე ეგონათ ამ ასაკში სად უნდა წავიდესო, მარა ეს სულ სხვა შემთხვევაა, შედარებაც არ შეიძლება კაცს მთელი ცხოვრება აქ აქვს გატარებული
რაც შეიძლება უნდა გაწელოს რო უკეთესი პირობები შექმნან გუნდში. პირველ რიგში ვალვერდე მოაცილებინოს და მერე მოაწეროს.
35-38 წლამდე😁
ბარსაში უნდა დაასრულოს კარიერა ლომმა
ლეო ჩვენია კიდევ კარგახანი