მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია, ლუის სუარესის “ბარსელონადან” წასვლა მოულოდნელი ნამდვილად არ იქნება. ურუგვაელმა თავადაც თქვა, რომ გუნდს ახალგაზრდა შემტევების დამატება სჭირდება.
ცნობილი ჟურნალისტი მარტინ კასტილია CNN-ის რადიოსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სუარესი, შესაძლოა, არგენტინულ “ბოკა ხუნიორსს” შეუერთდეს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ მოიგებს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებს.
“ბოკას” სხვა ადგილობრივ კლუბებთან შედარებით, საკმაოდ ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს: გადასვლის შემთხვევაში, სუარესს გუნდში ედუარდო სალვიო, კარლოს ტევესი და დანიელე დე როსი დახვდებიან.
არა რა უნდა წავიდეს ორი სეზონი ზამენიდან იდეალურად დაეხმარება გუნდს
იმედია არ წავა

რავი თუ უნდა წავიდეს ისე 2-3 სამი წელი ზამენიდან ამისი გასროლები და კლასი კი დაგვაკლდება მარა არა მგონია მაინც ეს რო უახლოეს მომავალში წავიდეს