workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მორიენტესი: “ვფიქრობ, “რეალი” მოიგებს სამეფო თასს”

მორიენტესი: “ვფიქრობ, “რეალი” მოიგებს სამეფო თასს”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, ფერნანო მორიენტესი თვლის, რომ “მერენგებს” ძალიან დიდი შანსი აქვთ მოიგონ სამეფო თასი და დაამარცხონ კატალონიის “ბარსელონა”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

მორიენტესს ძალიან ეიმედება “ლოს ბლანკოსის”, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლა ლიგის 32–ე ტურში იხილა მათი სულისკვეთება: “ვფიქრობ, “რეალი” დაამარცხებს “ბარსელონას” თასის ფინალში. ამ ყველაფერს ვამბობ ლა ლიგის 32–ე ტურიდან გამომდინარე. გუნდი მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით თამაშობდა, მაგრამ არ დამარცხდა. ეს ყველაფერი ოპტიმიზმის საბაბს გვაძლევს. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” ახლა ისეთი ძლიერი არაა, როგორც 4–5 თვის წინ იყო. ასე, რომ “რეალს” შეუძლია მათი დამარცხება”. დაასრულა ფერნანდო მორიენტესმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward