ფრენკ დე იონგი: მომწონს, როდესაც შეფასებები პოზიტიურია

ფრენკ დე იონგი: მომწონს, როდესაც შეფასებები პოზიტიურია

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ფრენკ დე იონგმა, Fox Sports-თან ინტერვიუში, კლუბში გადმოსვლის პერიოდი გაიხსენა. ჰოლანდიელი მომავლისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი და გულშემატკივრების მხარდაჭერისთვის მადლობელია.

მან კომენტარი გააკეთა ექსპერტთა შეფასებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, იგი გუნდის მთავარ ნახევარმცველად მოიაზრება ბუსკეტსსა და არტურ მელოზე წინ.

“…არ ვიცი. გაზეთები ყოველთვის აზვიადებენ. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ყველაფერს დიდი ყურადღებას არ ვაქცევ. თუმცა, რა თქმა უნდა, მომწონს, როდესაც ეს შეფასებები პოზიტიურია.”

დე იონგმა მის პოზიციურ განლაგებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნახევარდაცვის სხვადასხვა სივრცეში თამაში გუნდში ადაპტაციაში დაეხმარა.

“მე ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე ვთამაშობ. ხანდახან, როგორც ნომერი 6, ასევე, მარჯვნივ და მარცხნივ. მნიშვნელოვანია, რომ ითამაშო, მეტი თამაში ჩაატარო კარგად, რადგან ეს გუნდის წევრებთან კომუნიკაციის დამყარებას უწყობს ხელს.”

ჰოლანდიელმა “ბარსელონას” ფეხბურთელთა ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაზე საუბარს თავი აარიდა.

“ალბათ ეს თქვენი შთაბეჭდილებაა. კლუბში ყველაფერს კარგად ვაკეთებ და მსურს განვითარება გავაგრძელო. ვიმედოვნებ, რომ სეზონი ბოლოს წარმატებას მივაღწევთ.” – ციტირებს დე იონგის სიტყვებს Sport

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    13 ნოე 2019, 17:34

    ისეთი ნახევარ დაცვა გვყავს რო გუნდებს უნდა ვჭამდეთ ცენტრში მარა ამ ჩმორი კაცის ხელში საერთოდ ვერ ვიყენებთ ამ უპირატესობას

  • marco reus 11
    13 ნოე 2019, 16:28

    ამას ეკუთნის ძირითადი ულაპარაკოდ . მაგრამ, მაინც ვერ გავიგე რანაირად არის გამართლებული ის რასაც რაკიტიჩს უკეთებენ. რა ისეთ სეზონს კი ვატარებთ წელს რო სხვებს ჯობდეს და ებიჯო სად ვიყავით აქამდე დაგვესვა ეს რაკიტიჩიო ამას ვერავინ ვერ იტყვის. არადა ჯიუტად ისევ სულ ზამენაზეა. არ ვამბობ ,რო ძირითადს იმსახურებს რაკეტა სულ ,როგორც წინა სეზონებში ,მარა ვერ აჩვენებს ჩვენი ნახევარდაცვა იმაზე კაი თამაშს ვიდრე რაკეტასთან ერთად აჩვენებდა .იოლი შესამჩნევია ძან. კაროჩე მწვრთნელის მაგივრად რო სირთაოზი გვყავს მაგრად ტეხავს არანაირი ევროტურნირი არ გვეღირსება ისევ :დ ანუ ლიგა რა.

  • Andres_Iniesta
    13 ნოე 2019, 16:27

    ძააან მშრომელია

    დელიხტი ამისნაირი მშრომელი რო ყოფილიყო ძაან მაგარი იქნებოდა

  • Arthur-de jong
    13 ნოე 2019, 16:27

    ოქროს ბურთი უნდა მოიგო ფრენკ😎არტური მაოცებს. იმედია არ აყვება ნეიმარა და მსგავს მასხრებს. შეუძლია გახდეს ფეხბურთის ლეგენდა ჭკვუიაად თუ იქნება.საოცრქდ იჭერს ბურთს. შარშანდელთან შედარებით თვალში საცემია არტურას პროგრესი.

  • BEQA BARCA
    13 ნოე 2019, 16:23

    ასე გააგრძელოს განვითარდეს და უმაგრესი იქნება..