ფრენკი დე იონგმა De Telegraaf-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საკუთარ თავში ეჭვი არასდროს შეჰპარვია და იცოდა, რომ მესისა და სუარესის გვერდით “ბარსელონაში” თამაშს შეძლებდა.
“ვიცი, რა დონესაც მივაღწიეთ წინა სეზონში. აქ კიდევ უფრო მაღალი ხარისხია. ბევრი გამორჩეული ფეხბურთელია. მაგალითად, ლიონელ მესი, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი. მიუხედავად ამ დიდი სახელებისა, არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ წარმატებას მივაღწევდი.”
“ბარსელონაში” თითქმის ნახევარი წელია ვარ და სათამაშო დროც საკმაოდ მაქვს. საშუალება მქონდა ბევრ მატჩში მიმეღო მონაწილეობა, რაც ძალიან სასიხარულოა. მოედანზე გატარებული თითოეული წუთი ბონუსია. ყოველთვის, როცა ვარჯიშებზე მივდივარ, თავს კომფორტულად ვგრძნობ.”
“ბარსელონაში” ყველაფერი დიდებულია და მე ეს გავიაზრე. როგორც გუნდი, ცუდად არ გამოვიყურებით, მაგრამ ვალდებული ვართ უკეთესად ვითამაშოთ. ხანდახან თავდაჯერება გვაკლია. ხანდახან ჩვენი ფეხბურთი ლამაზი და სანახაობრივია. ზოგი შეხვედრის შემდეგ კი საკუთარ თავს ეკითხები, სად გაქრა ყოველივე? საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილი ვარ.”
დე იონგმა გასულ წელს “აიაქსის” ბოლო წუთებზე განცდილი დასანანი მარცხიც გაიხსენა:
“არანორმალური წელი იყო ჩვენთვის. “ტოტენჰემთან” მატჩის ბოლო წუთები დიდი ხანი გამოცანად რჩებოდა ჩემთვის. ჩვენი გამოვარდნა მოულოდნელი და უსამართლო იყო. “იუვენტუსთან”, “რეალთან” და “ტოტენჰემთან” გასვლაზე მოპოვებული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ფინალით უნდა დაგვირგვინებულიყო. ვერავინ იფიქრებდა, რომ ჰოლანდიური კლუბი ასე შორს წავიდოდა.” – ციტირებს დე იონგის სიტყვებს Goal
ეეჰ ნორმალური ტრენერი რო გვყავდეს უფრო მეტად ხოდავდა ამას რასაც ეს თამაშობს ამის მაქსიმუმი არაა ეგ
ფრენკიიი,მართლა უმაგრესია.
მაგარი ბიჭია.
Alba, vilia, nei dafrenki. Vinc dzalian male aitvises barca.
სუარესმაც საკმაოდ მალე აითვისა :დ რაც თამაში დაიწყო მანამდე დამბული იყო კბენისთვის :დ
Dzaan laghad da saghad moazrovnea es chveni frenkenshteini da moedanzec igive saghad moazrovnea.
Alba, vilia, nei dafrenki. Vinc dzalian male aitvises barca.