“ბარსელონამ” ლა ლიგაში უკვე 4 შეხვედრა ჩაატარა. “კამპ ნოუზე” გუნდი არაჩვეულებრივად გამოიყურებდა, რასაც ვერ ვიტყვით სტუმრად ჩატარებულ მატჩებზე.
პრიმერა დივიზიონის პირველ შეხვედრაში კატალონიელები “ბილბაოს” ეწვივნენ. ერნესტო ვალვერდემ მოედნის ცენტრში კარლეს ალენია, ფრენკ დე იონგი და სერჟი რობერტო გაამწესა. აშკარა იყო, რომ ნახევარდაცვა შეუთამაშებელი ჩანდა, რამაც საბოლოოდ მარცხი გამოიწვია.
ერთი კვირის შემდეგ “ბეტისთან” მატჩში ბრწყინვალე თამაშის წყალობით “ბლაუგრანამ” დიდი ანგარიშით იმარჯვა, მაგრამ “ოსასუნასთან” გასვლაზე შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა.
“კამპ ნოუზე” “ვალენსიასთან” დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა მეორე წუთზე ანსუ ფატისა და მე-7 წუთზე დე იონგის სადებიუტო გოლის წყალობით. აღსანიშნავია, ლუის სუარესის დაბრუნება და “ღამურების” კარში შესრულებული დუბლი.
კატალონიელები შემდეგ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართავენ სტუმრად ლა ლიგაში კი “გრანადას” ეწვევიან. საინტერესოა, როგორ იასპარებს “ბარსელონა” მშობლიური არენისგან შორს.
თან ჰოლანდიელებს როგორ უყვართ ბარსა.
გაიწიონ შემდეგ წელს.
პ.ს ჰოლანდია,ბელგია, საფრანგეთი ევროპის ფავორიტები არიან
სემედუს მომატება და ალვესთან მსგავსევა არ გაიშვას..
ეს ორსახა გუნდი მეცნობა. პეპის ბოლო წელი, 2012 წლის გუნდი, შინ დაუმარცხებელი, სტუმრად კიდე ყოველ მეორე თამაშში ქულებს ვკარგავდით. შედეგად თასი შეგვრჩა ხელში. ლუჩოს ბოლო წელი, 2017. შინ სასწაული გუნდი გვყავდა, სტუმრად პსჟ იუვემ გადაგვიარა, ლა ლიგაშიც ყველა ოდნავ რთული გასვლითი იგრა ჩავაგდეთ და შედეგად თასი დაგვრჩა მარტო. იმედია წელსაც ეგრე არ მოხდება, კრიზისის ნიშნები არ ჩანს, ბილბაოსთან გასაგებია რაც მოხდა, სან მამესია, ვერც ერთი გრანდი ვერ დაგულაობს მანდ, მესი არ გვყავდა, გრიზის პირველი თამაში იყო და სუარესი დაგვემტვრა. ვერ გამოვიყენეთ 2 რეალური მომენტი და წავაგეთ თითქოს ფრეზე ხელმოწერილი თამაში. ბეტისი მივანგრიეთ. ოსასუნაც რთული მეტოქეა სახლში, არადა მოგებული გვქონდა ეგ იგრა, პიკეს რო არ მოეგონა რაღაც. თორე არ იყო მანდ ქულები დასაკარგი. ვიგებდით და დაცვა კარგად იდგა. არაფრიდან გავიჩალიჩეთ პენალი. ეხლა გრანადაა გასვლაზე და უეჭველი უნდა მოვიგოთ. თან მესის გარეშე მაინც რთულია. როცა ლეოც დაბრუნდება, ფორმაში შევა და ვერ მოვიგებთ ესე თამაშებს, მერე ვისაუბროთ კრიზისზე მარა ჯერ ადრეა ცხვირის ჩამოშვება.
გასვლით მატჩებში თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ უკვე მესიც და დემბელეც დაგვიბრუნდა და უფრო უნდა მოვუმატოთ