ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: შემდეგი 2-3 სეზონის განმავლობაში, ჩვენი ლიდერი კვლავ ლიონელ მესი იქნება

ბართომეუ: შემდეგი 2-3 სეზონის განმავლობაში, ჩვენი ლიდერი კვლავ ლიონელ მესი იქნება

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ კატალონიური გრანდის კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ყველა მოხარული იქნება, თუ მესი თავს საკმარისად კარგად იგრძნობს, რათა მასთან სამუდამო კონტრაქტი გავაფორმოთ. ეს გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ლეოს დაიმსახურა, ჰქონდეს იმის უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს, თუ როდის დაამთავრებს ფეხბურთის თამაშს. თუმცა, როგორც მან რამდენიმე კვირის წინ თქვა, მესის კარიერის დასრულება “ბარსელონაში” სურს.”

“შემდეგი 2-3 სეზონის განმავლობაში, ჩვენი ლიდერი კვლავ ლიონელ მესი იქნება. ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძლიერი და ამბიციურია.”

“ასე რომ, ლეო ჩვენთან კიდევ ორი, სამი, ოთხი ან ხუთი წლის განმავლობაში იქნება. ამაში ეჭვი არ მეპარება.” – ციტირებს ჟოზეპ მარია ბართომეუს სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ მესის კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. ასევე, არგენტინელის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, 2019-20 წლების სეზონის შემდეგ ლეოს “ბარსელონას” დატოვება უფასოდ შეუძლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 13 ნოე 2019, 11:47

    ამის სიფათის დანახვაზე ღებინების შეგრძნება მიჩნდება.

  • პავლოვიჩი56
    schedule 12 ნოე 2019, 18:16

    ეს უზნეო ბართო ხშირად გაიძახის( თუ ჭორი არაა) მესის წასვლა-მესის შემდგომი პერიოდი და ა.შ. ეტყობა "ბარსას" საბოლოოდ დაღუპვაში მესი ხელს უშლის. ბართუშ, ჯერ შენ უნდა წახვიდე…იმედია პანღურით.

  • Don_Andresito
    schedule 12 ნოე 2019, 16:34

    ძაან კი გინდათ წავიდეს და ის ხელფასი დირექტორთა საბჭომ გაიყოს თან ეგრე.ხო უფრო მალე დაინგრევა გუნდი. ამიტო ისე ქენი რო წასვლა მოუნდეს

  • M10 S9 D11
    schedule 12 ნოე 2019, 16:28

    მერე შე შობელძაღლო სანამ მესი გვყავს მოუყვანე ნორმალური ტრენერი რო ლიგები დადოს თორე მერე რო წავა ვინ იცის როდის მოვიგეთ ლიგას

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 12 ნოე 2019, 15:32

    მესი უნდა დარჩეს 2022 წლამდე(მინიმუმ), მაგრამ შენ უნდა წაეთრა!!!