workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
რაფა მარკესი: გალიარდოს “ბარსას” ჩასაბარებლად ყველა თვისება აქვს

რაფა მარკესი: გალიარდოს “ბარსას” ჩასაბარებლად ყველა თვისება აქვს

ლეგენდარული მექსიკელი მცველი რაფა მარკესი მიიჩნევს, რომ “რივერ პლეიტის” დამრიგებელს, მარსელო გალიარდოს “ბარსელონაში” წარმატების მისაღწევად ყველა საჭირო თვისება აქვს.

43 წლის არგენტინელს, ბოლო დროს, “ბარსელონას” ხშირად უკავშირებენ. გაიჟღერა ინფორმაციამაც, რომ გალიარდომ, შესაძლოა, ვალვერდე უკვე დეკემბერში შეცვალოს.

“ვფიქრობ, გალიარდომ “ბარსელონას” ნდობა იმის გამო დაიმსახურა, რასაც მან “რივერ პლეიტთან” ერთად მიაღწია. ვიცი, რომ “ბარსელონაში” გადასვლა ადვილი არაა, მაგრამ მარსელოს დიდ კლუბში მუშაობისთვის საჭირო გამოცდილება და ცოდნა აქვს.” – ციტირებს “ბარსას” ყოფილი მექსიკელი მცველის სიტყვებს TNT Sports.

მარსელო გალიარდომ “რივერ პლეიტი” 2014 წლის ივნისში ჩაიბარა. გასული 5 წლის განმავლობაში, მან გუნდს 10 ტიტული მოაგებინა, მათ შორის 2-ჯერ კოპა ლიბერტადორესი, რომლის მესამედ მოგების შანსიც გალიარდოს 23 ნოემბერს, “ფლამენგოსთან” გასამართ ფინალში ექნება.

გალიარდო “რივერ პლეიტის” ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • miqens
    schedule 09 ნოე 2019, 03:25
    #11

    ცხენის ყ..ე რო დააყენო მწვრთნელად ეგ აჯობებს ვალვერდეს.. ხალხს შეეშინდება მაინც..
    ვინ არის რა სისიხლი გაგვიშრო ამის ფოტოგრაფი დედა მივაპულაროიდე…

  • davidus2020
    schedule 08 ნოე 2019, 16:26
    #10

    არ მგონია ეს სიმართლე იყოს,რეალურად მხოლოდ ოთხ კანდიდატს განიხილავენ,კუმანი,ტენხაგი,მარტინესი და ხავი,არჩევნები მოდის ვართო არ გარისკვა,ისე არ აქვს,კარგად საქმე

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 08 ნოე 2019, 16:22
    #9

    კიდევ ერთი რისკი უაზრობაა. მოიყვანონ ვენგერი.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 08 ნოე 2019, 16:19
    #8

    გალიარდოს სტილი ძალიან მომწონს და ვინც ვალიკოს ადრით ესეიგი უბრალოდ არ იცნობთ მარსელოს ფილოსოფიას. გვარდიოლამ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა მარსელოს და ეს სიტყვები ჰაერიდან არ მოსულა. 1)ტენ ჰაგი 2)კუმანი 3)ვან ბრონკხორშტი 4)გალიარდო 5)ვან ბომელი/სამპაოლი

  • Fc Barca Batumi
    schedule 08 ნოე 2019, 15:56
    #7

    გალიადრო ვალიკო 2-ია!

  • M10 S9 D11
    schedule 08 ნოე 2019, 15:48
    #6

    მე ვენგერის ვარიანტი მირჩევნია ბევრად

  • me da barca
    schedule 08 ნოე 2019, 15:17
    #5

    Writer და WinGs, ეს ორი ადამიანი რომ არ იყოს ბარსამანია ჩაკვდებოდა.

  • Aron ralston
    schedule 08 ნოე 2019, 15:06
    #4

    ბოლომდე დაასამარებენ კლუბს ამის მოყვანით…. გინდ ეს და გინდ ვალიკო ორივეს მსგავსი საფეხბურთო ფილოსოფია ახასიათებს და ბარსელონას ტოტალურ ფეხბურთს ნამდვილად ვერ ვიხილავთ გალიარდოს თავკაცობით

  • me da barca
    schedule 08 ნოე 2019, 14:54
    #3

    ციტატა: marco reus 11
    არგენტინელი მწვრთნელი არ მინდა არანაირად. სელტა უმწვრთნელოდ დარჩენილა , ძან კაი, თანაბარ პირობებში ვიბრძოლებთ


    "თანაბარ პირობებში" კაი იყო. smile

  • marco reus 11
    schedule 08 ნოე 2019, 14:27
    #2

    არგენტინელი მწვრთნელი არ მინდა არანაირად. სელტა უმწვრთნელოდ დარჩენილა , ძან კაი, თანაბარ პირობებში ვიბრძოლებთ

  • BEQA BARCA
    schedule 08 ნოე 2019, 14:02
    #1

    რატომღაც გული მიგრძნობს რომ გალიარდო ვალვერდეზე უკეთესი არ იქნება..
    მეშინია ესეც რო ვალვერდესნაირი რო იყოს..🤔🤔🤔 მერე რაღა გვეშველება..🤔🤔