ჩავი ერნანდესი უკვე დიდი ხანია “ბარსელონაში” ასპარეზობს. მას არაერთი სეზონის გაუტარებია “ბარსელონას” მაისურით. 98/99 სეზონში ახალგაზრდა ჩავიერის დებიუტი შედგა “კოპა დელ რეიზე”. მას შემდეგ ჩავიმ 49 მატჩის ჩატარება მოასწრო, ფინალი კი საიუბილეო, 50 – ე იქნება.
ყველაზე მეტი მატჩი 2000/01 და 2007/08 სეზონში ჩაატარა, სულ 7 მატჩი. ხოლო 2005/06 სეზონში საერთოდ არ უთამაშია “კოპა დელ რეიზე”. ჩავი იმისდა მიუხედავად ,რომ ნახევარმცველია ხშირად იტანს ბურთებს და როგორც ხშირ შემთხვევაში ის ბურთები “ბარსელონასთვის” ძალიან მნიშვნელოვანია. ჩავიმ 49 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა. იმედი ვიქონიოთ, ჩავიერი 50 – ე მატჩს გოლით და გამარჯვებით აღნიშნავს.
| სეზონი | მატჩი | გოლი |
| 1998/99 | 2 | 0 |
| 1999/00 | 4 | 1 |
| 2000/01 | 7 | 0 |
| 2001/02 | 1 | 0 |
| 2002/03 | 1 | 0 |
| 2003/04 | 6 | 0 |
| 2004/05 | 1 | 0 |
| 2005/06 | 0 | 0 |
| 2006/07 | 7 | 2 |
| 2007/08 | 7 | 1 |
| 2008/09 | 5 | 1 |
| 2009/10 | 3 | 2 |
| 2010/11 | 5 | 0 |
| სულ | 49 | 7 |



