workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამუელ ეტო’ო: გვარდიოლას ფანი ვარ

სამუელ ეტო’ო: გვარდიოლას ფანი ვარ

“ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო იმ მწვრთნელზე საუბრობს, რომლის გამოც მან კატალონიური კლუბი დატოვა.

კამერუნელ თავდამსხმელს არასდროს დაუმალავს, რომ ის გვარდიოლას, როგორც ადამიანს, დიდ პატივს არ სცემს, მაგრამ ბოლო დროს, ეტო’ო პეპს, როგორც მწვრთნელს, ხშირად აქებს.

AFP-სთვის მიცემულ ინტერვიუში ეტო’ომ თავის სამწვრთნელო ამბიციებზე ისაუბრა და დაასახელა სპეციალისტი, რომელიც, მისთვის, მისაბაძია.

“მე გვარდიოლას ფანი ვარ. ფეხბურთი მიყვარს და მიმაჩნია, რომ ლამაზად მოგება მნიშვნელოვანია. ფეხბურთი თეატრს ჰგავს: სტადიონზე მოხვედრა და სპექტაკლის ნახვა სიამოვნება უნდა იყოს. როდესაც გვარდიოლას გუნდის თამაშს უყურებ, არასდროს მოიწყენ.”

რამდენიმე კვირის წინ სამუელ ეტო’ომ განაცხადა, რომ მას გვარდიოლა უყვარს, მაგრამ მხოლოდ როგორც მწვრთნელი. უფრო ადრე, კამერუნელმა თავის სამწვრთნელო ამბიციებზე ისაუბრა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 01 ნოე 2019, 16:50
    #1

    ეეეჰ სადღაა ეგ თეატრი დაიხურა