“ვალიადოლიდთან” მატჩის (5-1) შემდეგ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კომენტარი გააკეთა.
“მესი? რა შეიძლება მასზე ითქვას… სიტყვები არ მყოფნის. არ აქვს მნიშვნელობა მატჩს, ყოველთვის ვიცით, რომ ის გაიბრწყინებს. მისი ნიჭი შეუდარებელია. ყოველთვის, როცა ლეო ბურთს ეხება, რაღაც განსაკუთრებული ხდება. უბრალოდ არ ვიცი, რა ვთქვა.”
“რთული მატჩი არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ.”
“კვირაში სამი მატჩის ჩატარება მოგვიწევს და კარგი სტარტი მნიშვნელოვანი იყო.”
“ბევრი ფეხბურთელი გვყავს და ყველა მათგანი იბრძვის, რათა ითამაშოს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის.”
“ფატი? ვიფიქრე, რომ მოედანზე ასეთი მოთამაშე გამოგვადგებოდა. მეგონა, “ვალიადოლიდი” ისეთ თამაშს შემოგვთავაზებდა, როგორც შარშან (1-0, რთული მატჩი “ბარსელონასთვის”). ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ კვირაში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს, გადავწყვიტე, შემადგენლობაში ცვლილებები შემეტანა.” – ციტირებს ერნესტო ვალვერდეს სიტყვებს Marca.




[quote=Johan cruyff13]წადი შენი დდშვცი[/qu[quote=Johan cruyff13]წადი შენი დდშვცი[/quote]
მეც
წადი შენი დდშვცი
უკანალს უნდა უკოცნიდე მესის მაგის ხარჯზე რო იგებ თამაშებს არანაირი სათამაშო სქემა არანაირი ტაქტიკა დაცვაში ჩაჯდომა საერთოდ რა ჯანდაბა გინდა ბარსაში
პ.ს. რაც შეეხება ფატი ვამბობდი ა ეხლაც ვიტყვი ადრეა ჯერ მაგის ძირითადში თამაში ადრე
რაკიტიჩის პასზე რატო არაფერს ამბობ მე ცხვირა?
მე მგონი დროა ფატიზე ლეგენდების შეთხზვას შევეშვათ, ჯერ მაგას ლეოს მემკვიდრეობა კი არა ძირითადში ადგილიც არ ეკუთვნის, ლეოს ის პასი უნდა გაეფუჭებინა? ან რო ვერ ატყუებ სად მიძვრები. პასი გააკეთე. თუ დაიჯერა რო მომავალი მესია და სოლო გოლებზე დაიწყო ფიქრი?
ფატიმ საერთოდ ვერ ითამაშა წუხელ
რა უნდა თქვა! ფეხებს უნდა უკოცნიდე, მაგის მეშვეობუთ ხარ ჯერ კიდე ბარსას მწვრთნელი.სად არის შენი ადგილი ყველა ბარსა ფანმა იცის